logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

დავით სონღულაშვილი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერებს შეხვდა

დავით სონღულაშვილი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერებს შეხვდა

1755252199

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეროვნული პარკია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის მასშტაბით. მისი საერთო ფართობი 107 649.10 ჰა-ია, რომელსაც 82 რეინჯერი იცავს.

მინისტრმა რეინჯერებს მადლობა გადაუხადა მაღალი რისკის შემცველი საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ დაცული ტერიტორიები ქვეყნის უნიკალური ბუნებრივი საგანძურის შენარჩუნების მიზნით იქმნება. ამ ტერიტორიების დაცვა განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეა.

შეხვედრის დროს მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში ხანძარსაშიში პერიოდია და დეტალური ინფორმაცია მიიღო რეინჯერთა აღჭურვილობისა და სამუშაო პირობების შესახებ.

ზაფხულის პერიოდში რეინჯერები განსხვავებული რეჟიმით ახორციელებენ პატრულირებას, ქმნიან სპეციალურ ჯგუფებს და იყენებენ შესაბამის ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარს. ყველა რეინჯერს გავლილი აქვს შესაბამისი თემატური სწავლება.

აღსანიშნავია, რომ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში მიმდინარეობს თანამედროვე სისტემის დანერგვა, რომელიც დისტანციური ტექნოლოგიების გამოყენებით ტყის ხანძრების ადრეულ აღმოჩენასა და მონიტორინგს უზრუნველყოფს. დაცული ტერიტორიის ადმინისტრაცია აღჭურვილია სახანძრო მანქანებითა და სითბური დრონებით.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ლაშქრობის მოყვარულთათვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა. პარკის ტურისტული მარშრუტების ქსელი მოიცავს 17 მარკირებულ და კეთილმოწყობილ ბილიკს, რომელიც ერთი და მრავალდღიანი ლაშქრობების ფართო არჩევანს იძლევა.

გამოგვყევით