7 თვეში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 10.3%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს.
"2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14 153.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 10.3 პროცენტით მეტია.
მათივე ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 3 843.8 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 8.9 პროცენტით), ხოლო იმპორტი 10 310.1 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 10.8 პროცენტით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-ივლისში 6 466.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.7 პროცენტია,"-აღნიშნულია "საქსტატის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.