logo
Loading data...

საპენსიო სააგენტოს მიერ "სხვა აქტივებში" ინვესტირების ლიმიტები იზრდება

საპენსიო სააგენტოს მიერ "სხვა აქტივებში" ინვესტირების ლიმიტები იზრდება

1715227740

საპენსიო სააგენტოს მიერ სხვადასხვა საპენსიო აქტივში ინვესტირების ლიმიტები იზრდება. ცვლილებას ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს, რომლის ავტორიც ეკონომიკის სამინისტროა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარების სადაზღვევო პოლიტიკისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი განმარტავს, თუ აქამდე კონსერვატიული პორტფელიდან „სხვა აქტივებში“ ინვესტირების შესაძლებლობა 0% იყო, ინიცირებული ცვლილებებით დაბალრისკიანი საინვესტიციო პორტფელის 15% შეიძლება ჩაიდოს “სხვა აქტივებში”. ამასთან, იზრდება ანალოგიური ლიმიტი საშუალორისკიანი პორტფელისთვის და ის 15%-ის ნაცვლად 20% ხდება, ხოლო მაღალრისკიანი პორტფელისთვის ეს ლიმიტი 25% იქნება.

„კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული ახალი საინვესტიციო ინსტრუმენტების შემოღება. უბრალოდ იზრდება ლიმიტები.  „სხვა აქტივების ნუსხა“ სადაც ინვესტირება საპენსიო სააგენტოს შეუძლია, დღესაც არსებობს,  თუმცა კონსერვატიულ პორტფელში ინვესტირების ლიმიტი  იყო 0% და სხვა პორტფელებში 15 და 20%.  შესაბამისად, იცვლება ეს პროცენტული მაჩვენებლები.

ლიმიტების ცვლილებას თავისი მიზეზი აქვს. დღეს საპენსიო სააგენტოში აკუმულირებული თანხების უმეტესობა კონსერვატიულ პორტფელშია. 5 მლრდ-მდე თანხის დასაბანდებლად საკმარისი ინსტრუმენტები ბაზარზე არ არის და ეს იწვევს იმას, რომ საპენსიო აქტივები დიდწილად საბანკო ინსტრუმენტებშია ინვესტირებული. ჩვენ კი რისკების შესამცირებლად უნდა გვქონდეს რაც შეიძლება დივერსიფიცირებული პორტფელი. ამისთვის კი საჭიროა დაბალრისკიან პორტფელშიც გავხსნათ სხვა აქტივებთან მიმართებით წვდომა. “-აღნიშნა გიორგი გურგენიძემ.

მისივე განმარტებით,  საპენსიო ფონდი ეროვნული ბანკის სრული ზედამხედველობის ქვეშ ექცევა.  რაც შეეხება ახალი კანონის მიღების ვადებს, კანონი 2024 წლის პირველი დეკემბრისთვის უნდა ამოქმედდეს და შესაბამისად, დაკომპლექტდეს ახალი მმართველობითი საბჭო.

ქრისტინე გამთენაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით