logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ჩემი ფეხსაცმელები" მაღაზიის გახსნას გეგმავს

ფეხსაცმლის მწარმოებელი კომპანია „ჩემი ფეხსაცმელები“ მაღაზიის გახსნას გეგმავს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა თემურ ნასყიდაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, მაღაზია, სავარაუდოდ, 2025 წლის დასაწყისში გაიხსნება.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ინვესტიცია დააახლოებით, 25 000 ლარამდე იქნება.

ყოველწლიურად იზრდება მოთხოვნა. შეიძლება ითქვას, რომ შეკერვას ვერ ვასწრებთ. წლიდან წლამდე 20%-მდე ზრდა გვაქვს. დღეში დაახლოებით 40 წყვილი ფეხსაცმელი მზადდება. ამ ეტაპზე მხოლოდ ონლაინ ვმუშაობთ. ჩვენ ფიზიკურად არ შეგვიძლია იმდენი წარმოება, რაც მოთხოვნაა“, - აცხადებს თემურ ნასყიდაშვილი.

მისივე ინფორმაციით, კომპანიას მომხმარებლები ჰყავს უცხოეთიდანაც, ქართველი ემიგრანტები და სხვადასხვა ქვეყანაში ყოველ კვირაში დაახლოებით, 15 წყვილი ფეხსაცმელი იგზავნება.

გარდა ამისა, მაღაზიის გახსნის პარალელურად „ჩემი ფეხსაცმელები“ ჩანთების წარმოების დაწყებასაც გეგმავს. თემურ ნასყიდაშვილის განცხადებით, რა ბრენდის სახელით შეიკერება ჩანთები ეს ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.

ეს იქნება პრაქტიკული, ყოველდღიური ჩანთები ქალებისთვის“, - აცხადებს თემურ ნასყიდაშვილი.

კომპანია „ჩემი ფეხსაცმელები“  ბაზარზე 5 წლის წინ გამოჩნდა. მათი საწარმო თბილისში ავლაბარში მდებარეობს, სადაც ფეხსაცმელებს ხელოვნური და ნატურალური ტყავით ამზადებენ.

გამოგვყევით