საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2026 წლის 3 თვის სახელმწიფო ბიუჯეტი 107.4%-ით ანუ 30.5 მილიონი ლარის გადაჭარბებით შეასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.
მათივე ცნობით, სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო ხარჯმა შეადგინა 441.3 მილიონი ლარი, რაც გეგმაზე (410.8 მლნ ლარი) 30.5 მილიონი ლარით მეტია.
სამინისტროს მართვაში არსებულმა უწყებებმაც 2026 წლის 3 თვის გეგმებს გადააჭარბეს და ქვეყნის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას მოახმარეს: საავტომობილო გზების დეპარტამენტმა - 281.1 მილიონი (გეგმის 111%); სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა - 119.3 მილიონი ლარი (გეგმის 100%); შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ – 39.0 მილიონი ლარი (გეგმის 108%).