ლიბერთი Transfer Card-ის შეთავაზებაზე აცხადებს, გზავნილის პირველი ბარათის საქართველოში. რომლითაც ნებისმიერი ქვეყნიდან გადმორიცხული თანხის ბანკომატით განაღდებაა შესაძლებელი, უპროცენტოდ.
ბარათის ანგარიში უნივერსალურია, მულტისავალუტო. გზავნილის განაღდების გარდა შესაძლებელია "შემნახველი" და "შემნახველი მეტი" ანაბრის მართვა.
"შემნახველი მეტიც" ახალია. მოთხოვნამდე ტიპის ანაბარი ნებისმიერი მოცულობის თანხით იხსნება (ლარში წლიური სარგებელი 9,79%), ნებისმიერ ვალუტაში, მათ შორის, ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში, რაც ასევე ახალია.
ახალი, ლიბერთის პარტნიორ ფულადი გზავნილების საერთაშორისო სისტემებსაც დაემატა, SmartPay, რომლითაც გზავნილები საბერძნეთიდან იგზავნება და ექსკლუზიურად მხოლოდ ლიბერთის ქსელში ნაღდდება.
SmartPay-ს შემდეგ, ჩაეშვება UPT. ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება თურქული ფულადი გზავნილების უმსხვილეს კომპანიასთან (Aktif Bank -ის შვილობილი) ხელშეკრულება აპრილში გაფორმდა.
მიზანია თურქეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისა და ადგილობრივი მომხმარებლების, ფულადი გზავნილების ოპერაციების სწრაფად და შეღავათიანი ტარიფით შესრულება.
.