logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

ნეტო აღრიცხვის ქსელში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა

ნეტო აღრიცხვის ქსელში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა

1715760975

განახლებადი ენერგიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილ ნეტო აღრიცხვის პროგრამაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა.  ბოლო  მონაცემებით, ნეტო აღრიცხვის ქსელში ჩართულია 1254 სადგური, ხოლო ჯამური დადგმული სიმძლავრე 77 მეგავატს შეადგენს. მათ შორის, სს „თელასის“ ქსელში ჩართულია 334 სადგური ჯამური დადგმული სიმძლავრით 28 მგვტ, სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელში  - 920 სადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით - 49 მგვტ.

სემეკის რეგულაციების შესაბამისად, მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია ელექტროენერგია გამოიმუშაოს განახლებადი ენერგიების გამოყენებით, ხოლო ჭარბად გამომუშავებული ენერგია მიყიდოს გამანაწილებელი ქსელის მფლობელ კომპანიას.

ნეტო-აღრიცხვა არ წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობას და ჭარბი ელექტროენერგიის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან.

გამოგვყევით