აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ბრიქსის“ მხარდამჭერ ქვეყნებს დამატებით 10 პროცეტიანი ტარიფების დაწესებით ემუქრება.
„ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც „ბრიქსის“ ანტიამერიკულ პოლიტიკას მიჰყვება, დამატებით 10-პროცენტიანი ტარიფი დაეკისრება. ამ პოლიტიკაში გამონაკლისები არ იქნება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ქვეყნებისთვის აშშ-თან სატარიფო შეთანხმების ბოლო ვადად 9 ივლისი იყო დანიშნული, თუმცა აშშ-ის ოფიციალური პირები ახლა აცხადებენ, რომ ის პირვლეი აგვისტოდან ამოქმედდება.
ტრამპის მუქარა „ბრიქსის“ ქვეყნებთან მომუშავე ქვეყნების მიმართ მას შემდეგ გაჩნდა, რაც ორგანიზაციის წევრებმა გააკრიტიკეს აშშ-ის სატარიფო პოლიტიკა, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეფორმების ინიციატივა წარადგინეს.
1tv.ge