logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სავაჭრო შეთანხმებებზე მოლაპარაკებებისთვის ვადის გახანგრძლივებას არ აპირებს

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სავაჭრო შეთანხმებებზე მოლაპარაკებებისთვის ვადის გახანგრძლივებას არ აპირებს

1751447006

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სავაჭრო შეთანხმებებზე მოლაპარაკებებისთვის ქვეყნებისთვის ვადის გახანგრძლივებას არ აპირებს.

ამასთან, როგორც ტრამპმა აღნიშნა, არ არის დარწმუნებული, რომ იაპონიასთან შეთანხმებას მიაღწევენ.

„ჩვენ იაპონიასთან ვითანამშრომლეთ, დარწმუნებული არ ვარ, რომ შეთანხმებას მივაღწევთ, მეეჭვება“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მას შეუძლია იაპონიიდან იმპორტზე „30%-იანი ან 35%-იანი ტარიფის დაწესება, „ან ნებისმიერი რაოდენობის, რომელსაც აშშ გადაწყვეტს“.

1tv.ge 

გამოგვყევით