logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

ლაგოდეხში, მდინარე მაწიმის სანაპირო ზონაში ნაპირაღდგენითი სარეაბილიტაციო  სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

ლაგოდეხში, მდინარე მაწიმის სანაპირო ზონაში ნაპირაღდგენითი სარეაბილიტაციო  სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

1751965486

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, მდინარე მაწიმის სანაპირო ზონაში (სასაზღვრო პუნქტთან) ნაპირაღდგენითი სარეაბილიტაციო  სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.

მონაკვეთი მდებარეობს მდინარე მაწიმის მარჯვენა ნაპირზე, სადაც წყალდიდობისა და წყალმოვარდნების დროს ვითარდება ეროზიული პროცესები, რაც იწვევს ნაპირის დატბორვას.

სანაპირო ზოლის სტაბილიზაციისა და გრძელვადიანი დაცვის მიზნით, გათვალისწინებულია ბეტონის ნაპირსამაგრი კედლის მოწყობა და სხვა საჭირო საინჟინრო სამუშაოების განხორციელება. დაგეგმილი ღონისძიებები შეაჩერებს ეროზიულ პროცესებს და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მიმდებარე ტერიტორიის მდგრადობას.

პროექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 976 206 ლარს, რომელიც მთლიანად დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები დაწყებიდან 5 თვის ვადაში უნდა დაასრულოს. დეტალური ინფორმაცია ტენდერზე ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:

გამოგვყევით