logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"საქართველოში ჩამოსული უცხოელების დიდი ნაწილი, უპირატესობას დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობას ანიჭებს" - თამარ ხახიშვილი

“დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურ ზრდას განიცდის, მათ შორის მზარდია უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობაც”- ამის შესახებ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილმა, “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში განაცხადა.

"დღეის მდგომარეობით, დაცულ ტერიტორიებს 2025 წელს, 6 თვეში, დაახლოებით 460 000 ვიზიტორი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17%-იანი ზრდაა, აქედან 51% უცხოელ ვიზიტორებზე მოდის, ეს კი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველოში ჩამოსული უცხოელების დიდი ნაწილი სწორედ დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობას ანიჭებს უპირატესობას,”- აღნიშნა თამარ ხახიშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ დინამიკას და ზრდის ტრენდს სააგენტო რამდენიმე წლიან პერსპექტივაში აკვირდება, სადაც გამოიკვეთა, რომ 17-20%-მდე ზრდა ყოველწლიურად შეინიშნება.

"აღსანიშნავია, რომ კოვიდამდე გაცილებით მაღალი მაჩვენებლებიც გვქონდა, თუმცა დღეის მდგომარეობით, შეიძლება ითქვას, რომ წელს კოვიდამდე პერიოდის მაჩვენებლებს გადავაჭარბებთ,”- განაცხადა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილმა.

გამოგვყევით