logo
Loading data...
მთავარი ტექნოლოგიები

სტატია

"იმ საქმეში, რასაც ახლა ვაკეთებ შემიძლია ჩემი ნიჭი გავაციფრულო" - Skillwill-ის "ისწავლე, რაც მართლა გამოგადგება" წარმატებული კურსდამთავრებული

Skillwill-ის წარმატებული კურსდამთავრებულების ისტორიები - ციფრული პროფესიები საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის - როგორ ინტეგრირდა სოცმედია მენეჯმენტსა და დიჯითალ მარკეტინგში მიღებული ცოდნა ბიზნეს საქმიანობაში და რამდენად ცვლის და რა შესაძლებლობებს აჩენს ციფრული უნარები თვითდასაქმებულის ყოველდღიურობაში? - პასუხები „ბიზნესპარტნიორის“ ყოველკვირეულ რუბრიკაში - „ისწავლე, რაც მართლა გამოგადგება“. რუბრიკის შემდეგი სტუმარი სოც მედია მენეჯერი ნინი ბარნაბიშვილია. 

"10 წლის წინ გადავწყვიტე, რომ გამეხსნა სილამაზის სალონი და ჩემს თავზე ავიღე სალონის სერვისებისთვის დამეწერა აღწერები და გადამეღო ფოტოები. თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ საინტერესო "ქოფი" დამეწერა და არც ერთი ფოტო არ ყოფილიყო ინტერნეტიდან მოძიებული. ანუ, ჩემით გადამეღო.  მას შემდეგ, რაც განვითარდა სალონი და  ახალი კადრების დამატება მოითხოვა, რა თქმა უნდა, მივხვდი, რომ უკვე პროფესიონალების დახმარება მჭირდებოდა. გადავწყვიტე კომპანიებთან ან ფიზიკურ პირებთან მეთანამშრომლა. როგორც კი ჩამეხსნა ეს საქმე, მივხვდი, რომ გარდა დამატებითი ხარჯის გაჩენისა, ის საქმე დავთმე, რომელიც ძალიან მომწონდა და თან ძალიან კარგადაც გამომდიოდა. ამიტომ, ბევრი არც მიფიქრია და გადავწყვიტე უფრო  სოც მედია მენეჯმენტი ძირფესვიანად შემესწავლა.

დაახლოებით 2 წლის წინ გავიგე - Skillwill-ის შესახებ, ჩემმა მეგობარმა გაიარა კურსი და მირჩია. იმ პერიოდში მე სხვა სამსახურშიც ვმუშაობდი და არ მქონდა იმდენი თავისუფალი დრო, რომ ლექციებზე მევლო და დატვირთული ვყოფილიყავი და რადგან აქ ჩაწერილ ლექციებს ვუყურებდი. ეს ფაქტი ძალიან კომფორტული იყო ჩემთვის, რადგან დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მთელი კურსის განმავლობაში, ნებისმიერი ჩაწერილი ლექციის ყურება შემეძლო. ამასთან, არც ერთხელ არ დამზარებია ლექტორი, რომ დამატებით, ჩათში ჩემს კითხვებზე ეპასუხა.ეს  ძალიან დიდი კომფორტი იყო.  თუ რაიმე ტექნიკური ხარვეზი იყო მაშინაც კი მეხმარებოდა.

ჩავეწერე სოც მედია მენეჯმენტის კურსზე. მეგონა, რომ ეს მჭირდებოდა და როცა ჩავაბარე, მივხვდი, რომ კიდევ სხვა რაღაცებიც მჭირდებოდა და ასე მარტივად არ იყო საქმე. ამიტომ, სოც მედია მენეჯმენტის მერე გადავწყვიტე, რომ დიჯითალ მარკეტინგიც გამევლო. სოც მედია მენჯმენტის კურსი უკვე დავასრულე და ახლა უკვე დიჯითალ მარკეტინგის მეორე კურსიც დავასრულე.

საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რომ სამსახურიდან წამოვედი და ჩემი რესურსი და ენერგია ჩავდე საკუთარი ბიზნესის განვითარებაში. ციფრულ სფეროში ტრიალი ძალიან საინტერესოა, მუდამ ვითარდება, სულ პულსზე უნდა გეჭიროს ხელი, რადგან ყოველდღიურად შეიძლება შეიცვალოს რაღაც. ახლა ბევრად უფრო ახლოს ვართ ჩვენს მომხმარებელთან, ვიდრე აქამდე ვიყავით.

ძალიან კომფორტულია, რომ დღის ნებისმიერ მონაკვეთში და ნებისმიერი ლოკაციიდან შეგიძლია იმუშაო და ამან არ დაგსტრესოს. პირიქით, თავისუფალმა დრომ გამხადა უფრო მეტად კრეატიული, უფრო მეტი შემართებით ვარ ჩართული ჩემს საქმეში. ვფიქრობ, ამ დროის განმავლობაში დამიგროვდა საკმაო ცოდნა და გამოცდილება იმისთვის, რომ დავრჩე ციფრულ სფეროში და მოვემსახურო სხვა კომპანიებსაც,"-აცხადებს ნინი ბარნაბიშვილი. 

გამოგვყევით