logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

Rolls-Royce: ჩვენთვის ყველა კლიენტი ერთნაირ ყურადღებას იმსახურებს, საქართველოსნაირ პატარა ქვეყანაშიც

"არ აქვს მნიშვნელობა, ცხოვრობს თუ არა კლიენტი დიდ ქვეყანაში, როგორიცაა აშშ ან დიდი ბრიტანეთი, თუ შედარებით პატარა ქვეყანაში, როგორიცაა საქართველო — ყოველი კლიენტი ჩვენგან ერთნაირ ყურადღებასა და პატივისცემას იღებს.“- ამის შესახებ, „ბიზნესპარტნიორთან“ ინტერვიუში Rolls-Royce-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ფრენკ ტიმანმა განაცხადა.

როგორც ცნობილია, საქართველოში Rolls-Royce-მა ახალი მოდელები წარადგინა. ეს უკვე მეოთხე პრეზენტაციაა, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში კომპანია საქართველოში ატარებს. ამჯერად,  Rolls-Royce-მა სრულიად ელექტრო Rolls-Royce Spectre და Ghost Series 2 წარადგინა.

"Rolls-Royce Spectre - პირველ რიგში, Rolls-Royce-ია და შემდეგ — ელექტრომობილი. ის აერთიანებს ყველაფერს, რასაც ჩვენგან ელიან — სიჩუმეს, მდგრად სვლას და კომფორტს. ეს ჩვენი კომპანიის ისტორიის ნაწილია უკვე 120 წელზე მეტია, მაგრამ Spectre ამას ახალ საფეხურზე აწევს. Ghost Series 2— განახლებული მოდელია, რომელშიც დეტალურადაა გათვლილი დიზაინის ყოველი ცვლილება. მას აქვს ახალი მასალები და სრულიად ახალი ელექტრონული სისტემა. ეს საშუალებას იძლევა, როგორც Spectre, ასევე Ghost Series 2 გაერთიანდნენ ჩვენს ციფრულ წევრთა კლუბში, რომელიც მხოლოდ კლიენტებისთვის არის ხელმისაწვდომი,“-ამბობს ფრანკ ტიმანი.

მისვე თქმით, ელექტრიფიცირება ჩვენი ეპოქის გამოგონება არ არის. 100 წელზე მეტი ხნის წინაც არსებობდნენ ელექტრომობილები, ხოლო მასთან  დაკავშირებული მახასიათებლები — სიმშვიდე, შეუფერხებელი მოძრაობა — ზუსტად იგივეა, რაც Rolls-Royce-ისთვის უკვე საუკუნეზე მეტია დამახასიათებელია.

„ჩვენთვის ელექტრიფიცირება ბუნებრივი განვითარებაა, ხოლო სხვა ავტომწარმოებლებისთვის — ეს ხშირად რადიკალური ცვლილებაა, რადგან მათთვის ეს მახასიათებლები უცხოა. ამ კვირაში აქ წარმოდგენილი პრეზენტაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი მიზანია მტკიცე და გრძელვადიანი ურთიერთობების შექმნა ჩვენს მომხმარებლებთან. ამიტომაც ვუზიარებთ მათ რეგულარულად ინფორმაციას Rolls-Royce-ის უნიკალურ სამყაროზე, უპირატეს ხარისხზე და თითოეული ავტომობილის ინდივიდუალურობაზე.  ჩვენი ექსკლუზიური დილერი ტრანსკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში - Rolls-Royce Motorcars Baku სრულად არის ერთგული ამ გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნებაში. ჩვენ გვწამს, რომ მხოლოდ ხანგრძლივი ურთიერთობები წარმოადგენს საფუძველს ჩვენი მდგრადი წარმატებისთვის.

ყოველთვის სიამოვნებით ვიხსენებ ჩვენს ერთ-ერთ დამფუძნებელს — სერ ჰენრი როისს, რომელმაც თქვა: "ისწრაფე სრულყოფისკენ ყველაფერში, რასაც აკეთებ.“ ეს მხოლოდ დიზაინსა და ინჟინერიას არ ეხება — ეს ეხება ჩვენი მომხმარებლებისადმი დამოკიდებულებასაც. ჩვენ მთლიანად მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია ვართ და სრულყოფისკენ სწრაფვა სწორედ იმას ნიშნავს, რომ ვიყოთ მაქსიმალურად ახლოს მათთან, გავიგოთ მათი სურვილები, საჭიროებები და ოცნებები  და შევქმნათ ისეთი ავტომობილი, რომელიც ისეთივე უნიკალურია, როგორც მათი ანაბეჭდი,”- განაცხადა Rolls-Royce Motor Cars Limited-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ფრანკ ტიმანმა.

გამოგვყევით