logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"Kass Land Diamond Resort-ი საქართველოში ახალი ტურისტული დროშაა" - სოფო ჯღარკავა

Kass Land Diamond Resort-ი წალკის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში გადამწყვეტ  როლს თამაშობს, - ამის შესახებ Kass Land Diamond Resort-ის გენერალურმა მენეჯერმა სოფო ჯღარკავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, კომპლექსში ჯამში 220 ადამიანია დასაქმებული, რომელთაგან 90%-ზე მეტი ადგილობრივია.

"ჩვენი კომპანიის მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი დაასაქმოს. მათ უნიკალური თვისებები აქვთ, რომელსაც სტუმრის მიმართ გამოხატავენ. ფაქტობრივად Kass Land Diamond Resort ამ მხარის ერთ-ერთი ფუნქციონირების მიზეზი. ქალაქი გამოცოცხლდა. კანიონზე მოსული სტუმარი არა მხოლოდ ჩვენი კომპლექსით, არამედ სარგებლობს ადგილობრივად არსებული სხვა სასტუმროებით, მაღაზიით და რესტორნით სარგებლობს, რაც ქალაქს განვითარების საშუალებას აძლევს. 

გარდა ამისა, ჩვენ ადგილობრივი ფერმერებისგან ვყიდულობთ პროდუქციას, მათ შორის, ყველს, თევზეულსა და კარტოფილს. ყველა პროდუქტს შესაბამისი სერტიფიკატი გააჩნია. ყველაზე მეტად გაყიდვადი კერძი არის ჭაპალა თევზი და ე.წ. კარტოფილი წალკურად. 

შეიძლება თამამად ითქვას, რომ Kass Land Diamond Resort-ს წალკის განვითარებაში გადამწყვეტი როლი შეაქვს. ოჯახიდან მინიმუმ 2-3 ადამიანი მაინც გვყავს დასაქმებული. ამჟამად, ჯამში 220-მდე თანამშრომელი გვყავს, რომელთაგან 90%-ზე მეტი ადგილობრივია. წალკის კანიონი და თვითონ Kass Land Diamond Resort-ი ახალი ტურისტული დროშაა საქართველოში", - აცხადებს სოფო ჯღარკავა. 

ცნობისთვის, წალკის კანიონის დაცული ტერიტორია „ბრილიანტის ხიდით“, ებრაულ-ქართული საინვესტიციო ჯგუფის KASS GROUP-ს და სახელმწიფოს თანამშრომლობის შედეგად, რეგიონის სავიზიტო ბარათად იქცა. წალკის კანიონი 2025 წელს ორი მნიშვნელოვანი სიახლით - ატრაქციონების უზარმაზარი პარკითა და სასტუმრო კომპლექსით ხვდება. გრანდიოზული ატრაქციონების პარკი 10 ივლისს ბავშვების მხიარულების ეპიცენტრად იქცა! საქართველოს ყველა მოქალაქეს შესაძლებლოვა ჰქონდა პარკის ჯადოსნური ატრაქციონებითა და მათთვის სპეციალურად ორგანიზებული გასართობი პროგრამით სრულიად უფასოდ ესარგებლა. KASS LAND-მა აგრეთვე სხვადასხვა ბავშვთა სახლების 60-ზე მეტ ბენეფიციარს უმასპინძლა და მათ დაუვიწყარი დღე აჩუქა. ჯამში, ატრაქციონების პარკს და კანიონს 4 000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია.

ზოგადად, KASS LAND რეზორტი მოიცავს: ვიზიტორთა ცენტრს, კანიონში ჩასასვლელს თანმდევი ბილიკებით, რომელსაც ულამაზეს კასკადურ ჩანჩქერებამდე ჩაჰყავხართ, უნიკალურ შუშის ხიდს, შუაში დაკიდებული ბრილიანტის ფორმის ბარით, „ბაიკ ზიპლაინს“ და გიგანტურ საქანელას, ღია „გარდენსსა“ და დახურულ „დაიმონდ“ რესტორანს, ახლად გახსნილ 55-ნომრიან სასტუმროს, 3 „პენტჰაუზით“ და კანიონის პანორამული ხედით, სასტუმროს ტიპის 62 „ვილა ჰაუსს“. რაც შეეხება ატრაქციონების პარკს - ეს მოიცავს 30 მეტრზე მოწყობილ წყლის ატრაქციას, გიგანტურ სასრიალო ცისარტყელას, თოკების ლაბირინთს, აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე გრძელ ტრასაზე მოწყობილ "კარტინგს" უფროსებისთვის და ბავშვებისთვის.

KASS GROUP საქართველოში ტურიზმისა და ეკოტურიზმის მიმართულებით მსხვილ ინვესტიციებს 2016 წლიდან ახორციელებს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია წალკის კანიონის (ყოფილი დაშბაშის კანიონი) ტურისტული განვითარება, რომელიც უნიკალური გეოლოგიური და ეკოლოგიური ზონა და დაცული ტერიტორიაა. საინვესტიციო პროექტის ფარგლებში შეიქმნა თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რომელმაც რეგიონის პოპულარობა და შესაბამისად, სოციალურ-ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვნად განაპირობა. კანიონს დღემდე 250 000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია. წლიური ზრდის მაჩვენებელი კი 20-25%-ს აღწევს. ობიექტი ყოველდღიურად დაახლოებით, 1000 ტურისტს მასპინძლობს. 2016 წლიდან დღემდე, KASS ჯგუფის ინვესტიციამ საქართველოში 200 მილიონ ლარს გადააჭარბა.

გამოგვყევით