logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

Microsoft-ი მასშტაბური შემცირებების ფონზე AI-ში ინვესტიციებს აძლიერებს

Microsoft-ი მასშტაბური შემცირებების ფონზე AI-ში ინვესტიციებს აძლიერებს

1752078780

ტექნოლოგიური გიგანტი Microsoft-ი კიდევ ერთი მასშტაბური რეორგანიზაციის ეტაპზე გადადის. კომპანია გეგმავს დაახლოებით 9,100 თანამშრომლის შემცირებას, რაც მთლიან სამუშაო ძალის 4%-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი წერს. 

მთავარი მიზეზი — ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქის დაწყება

Microsoft-ი აგრძელებს მასშტაბურ ინვესტიციებს ხელოვნური ინტელექტის განვითარებასა და AI მიმართულებით ინფრასტრუქტურის გაფართოებაში. კომპანიის სტრატეგია მკაფიოა: სამუშაო ძალის ოპტიმიზაცია და ახალი ტექნოლოგიური პლატფორმების გაძლიერება. თანამშრომელთა შემცირება შეეხება ტექნიკურ, ადმინისტრაციულ და ოფისის სექტორებს.

Microsoft-ის განცხადებით, კომპანია ცდილობს სწრაფად მოერგოს  ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ტალღას და საკუთარ  მომხმარებლებს ინოვაციური გადაწყვეტილებები მიაწოდოს. 

გამოგვყევით