logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

პირველად ქართულ სტარტაპ ეკოსისტემაში - CityPay.io-მ Tether.to-სგან $10 მლნ-ის Series A ინვესტიცია მიიღო

პირველად ქართულ სტარტაპ ეკოსისტემაში - CityPay.io-მ Tether.to-სგან $10 მლნ-ის Series A ინვესტიცია მიიღო

1715179080

კრიპტო გადახდის პლატფორმა CityPay.io-მ Tether.to-სგან 10 მილიონი დოლარის Series A ინვესტიცია მიიღო, რაც ქართული სტარტაპ ეკოსისტემისთვის უპრეცედენტოა, - ამის შესახებ CityPay.io საკუთარ Facebook გვერდზე წერს.

"Tether Operations Limited, რომელიც უმსხვილესი კომპანიაა ციფრული აქტივების ინდუსტრიაში მომხმარებლებს სხვადასხვა პროდუქტებს სთავაზობს, მათ შორის ყველაზე ცნობილი სტაბილური კრიპტოვალუტა USDt-ია. CityPay.io ინვესტიციის დახმარებით გეგმავს მოიცვას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი მათ შორის საქართველო, უზბეკეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი,"-აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეაგხსენებთ, CityPay.io - კრიპტო გადახდის მიღების პლატფორმაა, რომელიც პარტნიორ კომპანიებს საშუალებას აძლევს გადახდები მიიღონ სასურველ ვალუტაში კონვერტაციით.

გამოგვყევით