logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

საქართველოს ეროვნული ბანკი ეკონომისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს ეროვნული ბანკი ეკონომისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს

1757679954

საქართველოს ეროვნული ბანკი ეკონომისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს. 

 "ბევრ სხვა საკითხთან ერთად, ეკონომიკის როლზე ქვეყნის განვითარებაში დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, თბილისის სათავადაზნაურო - საადგილმამულო ბანკის ერთ-ერთი დამაარსებლისა და მისი პირველი მმართველის, ილია ჭავჭავაძის მოსაზრებები დღემდე აქტუალურია. მას მიაჩნდა, რომ „ეკონომიკურს მხარეს ჩვენის ცხოვრებისას პირველი ადგილი უნდა დაეთმოს სხვა საზრუნავთა შორის“.

 საქართველოში ეკონომისტის პროფესიული დღე 1999 წლიდან, სექტემბრის ყოველ მეორე პარასკევს აღინიშნება და უკავშირდება 1918 წელს პირველი ქართული ეკონომიკური ჟურნალის „საქართველოს ეკონომისტის“ გამოსვლას.

 აღსანიშნავია, რომ 2025 - ლარის საიუბილეო წელია. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით კი, წელს სებ-მა სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალის გამოცემა განაახლა,"-ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

გამოგვყევით