logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ბაზრის კვლევა გამოცხადდა

საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ბაზრის კვლევა გამოცხადდა

1757517612

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზესტაფონში, ჭიათურაში, ონში, მესტიასა და ცაგერში ხელოვნურ საფარიანი სტადიონების სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ბაზრის კვლევა გამოაცხადა.

ფეხბურთის ახალი სავარჯიშო მოედნები 300 მაყურებელზე იქნება გათვლილი და სრულად იქნება აღჭურვილი  თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.

ცენტრებში უნდა მოეწყოს გუნდებისთვის და მსაჯებისთვის გასახდელები, საშხაპეები,  სამედიცინო ოთახი და  ტექნიკური სათავსოები. ყველა სტადიონი სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.

ახალი საფეხბურთო სტადიონების აშენება ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ფეხბურთისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

გამოგვყევით