საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი განახლებადი ენერგიების მოქმედ და პოტენციურ მწარმოებლებს შეხვდნენ.
შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ახალი მენეჯმენტის ხედვები ენერგეტიკული სექტორის სამომავლო სწორი განვითარების მიმართულებით.
ყურადღება გამახვილდა დეველოპერების ხელშეწყობასა და მხარდაჭერაზე, რათა მათ მიეცეთ საშუალება სწრაფად და შეუფერხებლად განახორციელონ ენერგეტიკული პროექტები. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ენერგეტიკაში არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის მხარდაჭერაზე, რადგან სპეციფიკიდან გამომდინარე, ისინი წარმოადგენენ ქვეყნის ენერგოსტაბილურობის მთავარ გარანტს.