logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

საქართველოს პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით, გულშემატკივრებისთვის მეორე სუბსიდირებული ჩარტერული რეისი დაემატა

საქართველოს პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით, გულშემატკივრებისთვის მეორე სუბსიდირებული ჩარტერული რეისი დაემატა

1757417097

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ ეროვნული საკალათბურთო ნაკრების საგულშემატკივროდ დამატებულ სუბსიდირებულ ჩარტერულ რეისზე ბილეთები სრულად გაიყიდა. რიგაში გაფრენისა და ისტორიულ მატჩზე დასწრების მსურველთა მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ 10 სექტემბერს, დამატებით კიდევ 1 სუბსიდირებული რეისი დანიშნა.

სუბსიდირებული ფრენას თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რიგის მიმართულებით 03:05 საათზე ავიაკომპანია Air Baltic შეასრულებს. ხოლო უკან საქართველოში გულშემატკივრებს 11 სექტემბერს, საქართველოს დროით 04:25 საათზე დააბრუნებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ სუბსიდირებული ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულება კვლავ 195 ევროა. ბილეთების შეძენა ონლაინ პლატფორმა TKTFLY.GE/eurobasket-ზე დაწყებულია.

რეისი სრულად მორგებულია საქართველოს ნაკრების ისტორიულ  მეოთხედფინალურ მატჩს, რომელიც 10 სექტემბერს, ფინეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, საქართველოს დროით 18:00 საათზე გაიმართება.

ლატვიის დედაქალაქში სუბსიდირებული რეისით გაფრენის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ მგზავრებს, რომლებიც გაფრენამდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევრობასკეტ 2025-ის მატჩზე დასასწრები ბილეთის წარდგენას შეძლებენ.

გამოგვყევით