logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"შოკოტელა" ახალი ფილიალის გახსნას საბურთალოზე გეგმავს

"შოკოტელა" ახალი ფილიალის გახსნას საბურთალოზე გეგმავს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა მარიამ კაპანაძემ განუცხადა, ამ ეტაპზე, ახალი ფილიალისთვის ფართის მოძიების პროცესი მიმდინარეობს. 

მანვე აღნიშნა, რომ კომპანიის გაყიდვები წლიდან წლამდე მზარდია. 

"შოკოტელა" მომხმარებლებს ყოველთვის ბევრ სიახლეს სთავაზობს. ამ ეტაპზე, გვაქვს ახალი კოლექცია, რომელიც სასკოლო თემატიკას ეხება. დაინტერესება საკმაოდ მაღალია, თუმცა ყველაზე მოთხოვნად პროდუქტად დუბაის შოკოლადი რჩება. 

კომპანიის გაყიდვები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით, 60%-ით არის გაზრდილი. ჩვენი მომხმარებლები კი ძირითადად ფიზიკურ მაღაზიებში გვსტუმრობენ. შესაბამისად, ონლაინ გაყიდვები წილი საკმაოდ მცირეა", - აცხადებს მარიამ კაპანაძე.

გარდა ამისა, როგორც კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს - "შოკოტელა" ქსელურ მარკეტებში შესვლასაც გეგმავს, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით, სიახლე ჯერჯერობით არ აქვს.

ცნობისთვის, „შოკოტელა“ ხელნაკეთი შოკოლადის წარმოებისთვის ნედლეულად უმაღლესი ხარისხის ბელგიურ შოკოლადს იყენებს. კომპანია 3 საფირმო მაღაზიასა და საწარმოს ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე ფლობს.

გამოგვყევით