logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

ირაკლი კობახიძე: პრაქტიკულად სრულად ვთქვით უარი პირდაპირი ფორმით ქონების პრივატიზებაზე

ირაკლი კობახიძე: პრაქტიკულად სრულად ვთქვით უარი პირდაპირი ფორმით ქონების პრივატიზებაზე

1757317080

კანონში შევა შესაბამისი ცვლილებები, რომლებიც ზუსტად განსაზღვრავს პრივატიზაციის პირობებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ის პრაქტიკა, რომელიც უკვე დაინერგა, გამყარდება კანონის დონეზეც. 

„როდესაც ვსაუბრობთ ხარჯების ოპტიმიზაციაზე და ზოგადად, მთავრობის საქმიანობის მაქსიმალურ ეფექტიანობაზე, ხაზი უნდა გაესვას კიდევ ერთ საკითხს, ეს არის  პირდაპირი ფორმით პრივატიზების საკითხი. ჩვენ გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდა მთავრობის ახალი შემადგენლობა, პრაქტიკულად სრულად ვთქვით უარი პირდაპირი ფორმით ქონების პრივატიზებაზე. გვინდა, რომ ეს ყველაფერი მოვაწესრიგოთ კანონის დონეზეც. კანონში შევა შესაბამისი ცვლილებები, რომლებიც ზუსტად განსაზღვრავს პრივატიზაციის პირობებს. შესაბამისად, ის პრაქტიკა, რომელიც უკვე დაინერგა, გამყარდება კანონის დონეზეც“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გამოგვყევით