ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საწვავის ფასი გაიზარდა 0,02 – 1,46 ევროთი/ლიტრაზე, დიზელის საწვავის საშუალო ფასი არ შეცვლილა - 0.00 – 1,39 ევროთი/ლიტრაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი ნიდერლანდებში, დანიაში და ისლანდიაშია. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს.
"31 ივლისის მდგომარეობით, ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს - 2,13 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 2.30 ევროს, დიზელის საწვავი - 1,91 ევროს; ნორვეგიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს - 1,76 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,97 ევროს, დიზელის საწვავი - 1,70 ევროს; ფინეთში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს - 1,63 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,72 ევროს, დიზელის საწვავი - 1.57 ევროს;
ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: A-92 მარკის ბენზინი - 0,636 ევრო, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,68 ევრო , A-98 მარკის ბენზინი - 0,90 ევრო, დიზელის საწვავი - 0,78 ევროს.
ასევე უნდა აღინიშნოს საწვავის ფასი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. კერძოდ:
სომხეთში - 1 ლიტრი A-92 მარკის ბენზინის ფასი შეადგენს - 1.095 ევროს, A-95 მარკის ბენზინი - 1,16 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.55 ევროს , დიზელის საწვავი - 1.14 ევროს;
აზერბაიჯანში - A-92 მარკის ბენზინი -0,567 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,83 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,19 ევროს; დიზელის საწვავი - 0,52 ევროს;
უკრაინაში - A-92 მარკის ბენზინი - 1,217 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 1,24 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.33 ევროს, დიზელის საწვავი - 1.18 ევროს;
თურქეთში - A-95 მარკის ბენზინის ფასი - 1,10 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.11 ევროს, დიზელის საწვავი - 1.15 ევროს.
მოლდოვაში - A-92 მარკის ბენზინი - 1,158 ევროს, A-95 მარკი ბენზინის ფასი - 1,17 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,52 ევროს, დიზელის საწვავი - 1,04 ევროს.
ბელორუსიაში - A-92 მარკის ბენზინი - 0,730 ევროს, A-95 მარკი ბენზინის ფასი - 0,76 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 0,82 ევროს, დიზელის საწვავი - 0,76 ევროს.
ცნობისათვის, საქართველოში საწვავის ფასი ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე შეადგენს - A-92 მარკის ბენზინი - 0,995 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 1.03 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.16 ევროს; დიზელის საწვავი - 1.01 ევროს.