logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

EXPERT BY TEGETA – "თეგეტა მოტორსის" ახალი ვლოგების სერია YouTube არხზე

EXPERT BY TEGETA – "თეგეტა მოტორსის" ახალი ვლოგების სერია YouTube არხზე

1757590974

„თეგეტა მოტორსმა“, მომხმარებელთა ინფორმირების მიზნით, YouTube არხზე სრულიად ახალი ვლოგების სერია EXPERT BY TEGETA შექმნა. ინიციატივა მიზნად ისახავს, რომ ავტომობილის მფლობელებს მარტივი და პრაქტიკული ფორმით მიაწოდოს ის ინფორმაცია, რომელიც მათ ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად გაამარტივებს. სერია მოკლე ვიდეოებს აერთიანებს, სადაც განხილულია ავტომობილის მოვლა, ტექნიკური გადაწყვეტილებები და უსაფრთხოების სტანდარტები.

პროექტის მთავარი ღირებულებაა, მომხმარებელს მისცეს შესაძლებლობა, დამოუკიდებლად მიიღოს გააზრებული გადაწყვეტილებები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა ზეთის, საბურავების, სამუხრუჭე სისტემისა და სხვა ტექნიკური კომპონენტის შერჩევა. ვიდეოებში რჩევებსა და გამოცდილებას თავად „თეგეტა მოტორსის“ გამოცდილი თანამშრომლები, ავტომობილების ექსპერტები გვიზიარებენ, რომლებიც ფლობენ არა მხოლოდ ტექნიკურ ცოდნასა და ექსპერტიზას, არამედ კარგად ესმით მომხმარებელთა საჭიროებებიც.

ელენკა კოხრეიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი: ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, მომხმარებელს მხოლოდ სერვისი კი არ შევთავაზოთ, ცოდნაც გავუზიაროთ. „თეგეტა მოტორსში“ ვქმნით სრულფასოვან გამოცდილებას, სადაც ტექნიკური მომსახურება ერწყმის განათლებას და ცნობიერების ამაღლებისკენაა მმართული. აღნიშნული პროექტიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება - აღმოვფხვრათ ინფორმაციის დეფიციტი და მომხმარებელს მივაწოდოთ ზუსტი, გასაგები პასუხები კითხვებზე, რატომ და რისთვის არის აუცილებელი კონკრეტული სერვისი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ჩვენი სპიკერები არ არიან დაქირავებული მსახიობები. ისინი „თეგეტას“ რეალური თანამშრომლები არიან. გამოცდილი პროფესიონალები, რომლებსაც კარგად ესმით არა მხოლოდ ავტომობილის ტექნიკური საჭიროებები, არამედ მომხმარებლის მოლოდინებიც. სწორედ ამიტომ ჩვენ ვეყრდნობით გამჭვირვალობას, ეს არ არის მოწოდება - შეიძინე თეგეტა მოტორსში“, ეს არის ღია, ყველასთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია, რომელსაც ნებისმიერ დროს ნახავთ YouTube-ზე და გაეცნობით, რათა თქვენი ავტომობილის მოვლასთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილებები თავადვე მიიღოთ“.

EXPERT BY TEGETA უკვე ხელმისაწვდომია „თეგეტა მოტორსის“ YouTube არხზე და ამ ეტაპზე მოიცავს რვა საგანმანათლებლო ვიდეოს. თითოეული მათგანი კონკრეტულ თემას ეძღვნება და მაყურებელს სთავაზობს პრაქტიკულ რჩევებს ავტომობილის მოვლისა და უსაფრთხოებისთვის.

პირველი ვიდეო საბურავების სეზონურ შერჩევას უკავშირდება. მაყურებელი იღებს ცოდნას, როგორ უნდა შეარჩიოს საბურავი სეზონისა და მართვის სტილის გათვალისწინებით, რათა უსაფრთხოება და კომფორტი მაქსიმალურად იყოს დაცული.

ვიდეოების სერიაში საუბარია ზეთის შეცვლის მნიშვნელობაზეც. ექსპერტები განმარტავენ, როგორ უნდა განასხვაოს მძღოლმა სხვადასხვა ტიპის ზეთი, რატომ არის აუცილებელი მისი რეგულარული გამოცვლა და რა გავლენას ახდენს ეს ძრავის სიცოცხლისუნარიანობაზე.

კიდევ ერთი ვიდეო მომხმარებელს ეხმარება, განსაზღვროს, როდის უნდა შეცვალოს საბურავი. მასში დეტალურად არის განხილული ნიშნები, რომლებიც ცვეთისა და უსაფრთხო მოძრაობის რისკის მაჩვენებელია.

„თეგეტა მოტორსის“ ექსპერტები მაყურებელს დეტალურ გზამკვლევს სთავაზობენ სტანდარტულ სერვისებთან დაკავშირებითაც, რომელიც მოიცავს ზეთისა და ჰაერის ფილტრის შეცვლას, სამუხრუჭე სისტემის შემოწმებას, სავალი ნაწილის დათვალიერებას, ელექტროდიაგნოსტიკასა და თვლების გასწორებას.

საუბარია ზეთის სიბლანტის შესახებაც - მაყურებელი სწავლობს, თუ როგორ განსხვავდება ზეთები ერთმანეთისგან, რომელი სიბლანტე რა პირობებშია სასურველი და როგორ აისახება ეს ძრავის მუშაობაზე.

კონდიცირების სისტემის მოვლასთან დაკავშირებულ ვიდეოში დეტალურადაა განხილული მისი სწორად ფუნქციონირებისთვის საჭირო პირობები, მოვლის აუცილებლობა და ის ფაქტორები, რომლებიც კომფორტულ მართვას განსაზღვრავს.

ყურადღება ეთმობა სამუხრუჭე სისტემასაც. ექსპერტები განმარტავენ, რა არის მისი მთავარი კომპონენტები, როგორ უნდა შემოწმდეს რეგულარულად და რა შედეგები მოჰყვება სისტემის მიმართ უყურადღებობას.

აქვე მაყურებელი რჩევებს იღებს ძრავის ზეთთან დაკავშირებით - საუბარია ზეთის ტიპების, გამოცვლის ვადებისა და მისი ხარისხის მნიშვნელობაზე, რაც ავტომობილის გამართულობასა და უსაფრთხოებას განსაზღვრავს.

ვიდეოსერიის პრაქტიკული ღირებულება მხოლოდ კონკრეტული რჩევებით არ განისაზღვრება, ის მომხმარებელს სთავაზობს სრულყოფილ ცოდნას, რომელიც მიზეზშედეგობრივ კავშირებზეა დაფუძნებული. ეს ქმნის გამჭვირვალე გარემოს, სადაც გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად, არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიღება, შედეგად კი ავტომობილი უსაფრთხო და გამართულია. შესაბამისად, გარდა პრაქტიკული ცოდნის მიწოდებისა, სერია ხელს უწყობს მომხმარებელთა ნდობის ზრდას.

EXPERT BY TEGETA ადასტურებს, რომ „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლისთვის მხოლოდ სერვისის მიმწოდებელი კი არა, სანდო პარტნიორი და ცოდნის წყაროა. აღნიშნული ინიციატივა აჩვენებს, რომ ბრენდი ზრუნავს მომხმარებელზე, ქმნის ღია და გამჭვირვალე პლატფორმას, სადაც ერთიანდება პროფესიონალიზმი, სანდოობა და პასუხისმგებლობა.

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: ეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

გამოგვყევით