Microsoft მალაიზიაში, cloud და ხელოვნური ინტელექტის სერვისებში $2.2 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს.
ინვესტიცია სერვისების გაფართოების მიზნით, მომდევნო ოთხ წელზე განაწილდება, აზიაში Microsoft-ის გენერაციული AI ტექნოლოგიის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.
"დაგეგმილი ინვესტიცია მალაიზიაში Microsoft-ს 32-წლიან ისტორიაში უდიდესია და მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის შექმნას, 200 000 ადამიანისთვის ხელოვნური ინტელექტის უნარ-ჩვევების შესწავლას და ქვეყნის დეველოპერების მხარდაჭერას.
ამასთან, კომპანია მალაიზიის მთავრობასთან ერთად ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ცენტრის შექმნაზე იმუშავებს, რათა გააძლიეროს ქვეყნის კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობები," - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ანვარ იბრაჰიმმა, Microsoft-ის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე თქვა, რომ ინვესტიცია მხარს უჭერს და ეხმიანება მალაიზიის ძალისხმევას, ქვეყანაში AI შესაძლებლობები განავითაროს.