logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

მელინდა გეითსი "გეითსების ფონდის" თანათავმჯდომარეობას ტოვებს

მელინდა ფრენჩ გეითსი “ბილ და მელინდა გეითსების ფონდის” თანათავმჯდომარის პოსტს ტოვებს. მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კერძო საქველმოქმედო ფონდი მან ყოფილ მეუღლესთან ერთად 20 წელზე მეტი ხნის წინ დააფუძნა.

ბილ და მელინდა გეითსებმა 27 წლიანი ქორწინების შემდეგ, 2021 წელს განქორწინება გააფორმეს, თუმცა, მათ პირობა დადეს, რომ ერთად გააგრძელებდნენ საქველმოქმედო საქმიანობას.

ეს არ არის გადაწყვეტილება, რომელიც ადვილად მივიღე. ბილთან ჩემი შეთანხმების თანახმად, ფონდიდან გასვლისას მე შესაძლებლობა მექნება დამატებით, $12,5 მილიარდით დავეხმარო ქალებსა და ოჯახებს" - თქვა მელინდა გეითსმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. ფონდში მისი ბოლო სამუშაო დღე 7 ივნისს იქნება.

„ვწუხვარ მელინდას წასვლის გამო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის უზარმაზარ შრომას გაწევს მომავალ ქველმოქმედებაში“, - დაწერა Microsoft MSFT.O-ს თანადამფუძნებელმა ბილ გეითსმა X-ზე.

2021 წელს განქორწინებისას, გეითსებმა განაცხადეს, რომ მათ მიაღწიეს შეთანხმებას, თუ როგორ უნდა გაიყოს მათი ოჯახური აქტივები, თუმცა, ამ შეთანხმების დეტალები არ გამჟღავნებულა.

რაც შეეხება "ბილ და მელინდა გეითსების ფონდს", ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გავლენიანი ძალაა გლობალურ საზოგადოებრივ ჯანდაცვაში, რომელმაც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში სიღარიბისა და დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად 50 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა.

გამოგვყევით