logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

აპრილში საავტომობილო ზეთებისა და საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა

აპრილში საავტომობილო ზეთებისა და საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა

1715677716

აპრილში საავტომობილო ზეთებისა და საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა - ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

„2024 წლის აპრილის თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 2,39 ათასი ტონა, რაც 0,57 ათასი ტონით ანუ 31,3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,82 ათასი ტონა) შედარებით.

მ/წლის აპრილის თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან - 0,68 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 28,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი - 0,45 ათასი ტონა (18,8%); ირანი - 0,27 ათასი ტონა (11,3%); გერმანია - 0,24 ათასი ტონა (10%) და სხვ.

2024 წლის აპრილის თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 10,9 ათასი ტონა, რაც 0,3 ათასი ტონით ანუ 2,8%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (10,6 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის, მ/წლის აპრილის თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის 49,5% (5,4 ათასი ტონა) განხორციელდა საბერძნეთიდან, 41,3% (4,5 ათასი ტონა) - თურქმენეთიდან, 6,4% (0,7 ათასი ტონა) - რუმინეთიდან, 2,8% (0,3 ათასი ტონა) - რუსეთიდან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გამოგვყევით