logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

OpenAI-მ ახალი AI ასისტენტი GPT-4o შექმნა

ChatGPT-ის შემქმნელი OpenAI ახალი AI მოდელის GPT-4o-ის შექმნის შესახებ აცხადებს. მას რეალისტური ხმოვანი საუბრის უნარი აქვს და უფრო დახვეწილი ინტერაქცია შეუძლია.

ChatGPT-ის მიერ ახალი მოდელის გამოშვება განვითარებად ტექნოლოგიებში დომინირებისთვის რბოლაში მოწინავე ადგილის შენარჩუნების მცდელობაა.

ახალი აუდიო შესაძლებლობები საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ChatGPT-ს ესაუბრონ და მიიღონ პასუხები დაუყოვნებლად, რეალურ დროში. ასევე, შეაწყვეტინონ საუბარი ChatGPT-ის, რაც რეალისტური დიალოგის ნიშანია. მსგავსი ფუნქცია AI ხმოვან ჩატბოტებს აქამდე არ ჰქონიათ.

ახალი მოდელის პრეზენტაციაზე, OpenAI-ს მკვლევრებმა აჩვენეს, რომ განახლებული AI მოდელი გამოიყენება მათემატიკური განტოლებების სწავლებისთვის, გრაფიკის მონაცემების გასაანალიზებლად და სხვადასხვა ენების რეალურ დროში თარგმნისთვის.

OpenAI უფროსი ტექნოლოგიური ოფიცერი ამბობს, რომ განახლებების შედეგად, ტექნოლოგია უფრო ინტუიციური გახდა.

„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ ძალიან ორიენტირებული ვიყავით ამ მოდელების ინტელექტის გაუმჯობესებაზე - ისინი საკმაოდ დაიხვეწნენ. ასევე, ხაზგასასმელია გამოყენების სიმარტივეც.” - ამბობს OpenAI-ის ტექნოლოგიური ოფიცერი მირა მურატი.

გამოგვყევით