logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

აშშ ჩინურ იმპორტზე ტარიფებს მკვეთრად ზრდის

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჩინურ პროდუქციაზე ტარიფების მკვეთრი ზრდის შესახებ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.

ტარიფების ზრდა ჩინეთის იმპორტის მთელ რიგ პროდუქციაზე ვრცელდება, მათ შორის, ელექტრომანქანების (EV) ბატარეებზე, კომპიუტერულ ჩიპებსა და სამედიცინო პროდუქტებზე.

ჩინეთმა მაშინვე შურისძიების პირობა დადო - ქვეყნის ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა, რომ პეკინი აშშ-ს მიერ ტარიფების ზრდას ეწინააღმდეგება და თავისი ინტერესების დასაცავად ზომებს მიიღებს.

ბაიდენის გადაწყვეტილებით, ელექტრომობილებზე გადასახადები 100%-მდე გაოთხმაგდება, ხოლო, ნახევარგამტარების ტარიფების გაორმაგება მოსალოდნელია 50%-მდე - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

მათი თქმით, ახალი ზომები გავლენას მოახდენს $18 მილიარდი დოლარის ღირებულების იმპორტირებულ ჩინურ საქონელზე, მათ შორის, ფოლადზე და ალუმინზე, ნახევარგამტარებზე, ელექტრო მანქანებზე, მინერალებზე, მზის პანელებსა და ამწეებზე.

აშშ-ს აღრიცხვის ბიუროს მიხედვით, 2023 წელს შეერთებულმა შტატებმა ჩინეთიდან 427 მილიარდი დოლარის საქონლის იმპორტი მოახდინა და 148 მილიარდი დოლარის პროდუქცია ექსპორტზე გაიტანა მსოფლიოს სიდიდით, მე-2 ეკონომიკაში.

მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენის ნაბიჯები დაემთხვა ტრამპის შეხედულებას - რომ უფრო მკაცრი სავაჭრო ზომებია გამართლებული, დემოკრატმა პრეზიდენტმა მიზნად დაისახა ნოემბრის არჩევნებში ოპონენტს აჯობოს. ანალიტიკოსების აზრით, საარჩევნო წელს პეკინთან დაპირისპირება იმ ამომრჩევლის მოზიდვას ემსახურება, რომლებიც ბაიდენის ეკონომიკურ პოლიტიკას აკრიტიკებენ.

გამოგვყევით