logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

1733305080

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ. 

"შეუძლებელია ინოვაციის, ტექნოლოგიების და განათლების სექტორის განვითარება ისეთ გარემოში სადაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებები ირღვევა.

შეგახსენებთ, რომ ტექნოლოგიური განვითარება არის ის იარაღი, რითაც დასავლეთმა თავისი პარტნიორების ტაივანის და სამხრეთ კორეის უსაფრთხოება უზრუნველყო. გთავაზობთ გავხსნათ დისკუსია სახელმწიფოს (GITA • Tech Park) განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით.

GITA-ს სხვადასხვა პროექტებში ჩართული სტარტაპებისგან წლების მანილზე მიღებული უკუკავშირის საფუძველზე მიგვაჩნია, რომ საქართველოში ინოვაცოების და ტექნოლოგიების სფეროში უკვე მრავალი წელია სახელმწიფო ახდენს “პროცესის სიმულაციას” - ამ სექტორს იყენებს, როგორც პიარის მანქანას და ნაკლებად ზრუნავს სექტორის რეალურ განვითარებაზე. ამას ადასტურებს სააგენტოს ჯიუტი მისწრაფება ნაცვლად ინოვაციური, მეცნიერებაზე დაფუძნებული პროექტებისა დააფინანსოს და მხარი დაუჭიროს მცირე და საშუალო ბიზნესებს, რაც ხელს უწყობს ქართველი ახალგაზრდების (და არა მარტო) დემოტივაციას შეეჭიდონ გლობალურ გამოწვევებს და საკუთარი იდეები გლობალური მასშტაბით განავითარონ.

მიუხედავად მრავალწლიანი უკუკავშირისა სტარტაპების მხრიდან სააგენტო აგრძელებს სტარტაპების შეფასების ნაწილში თანამშრომლობას ერთი და იგივე ორგანიზაციებთან და გვარწმუნებს, რომ უცხოელი ექსპერტები ჯეროვნად აფასებენ ქართულ პროექტებს. დადებითად ვაფასებთ სააგენტოს თანამშრომლების განცხადებებს, სადაც გამოხატავენ მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური კურსის მიმართ და ვთხოვთ დარჩენ დაკავებულ თანამდებობზე.

ამავდროულად ვთხოვთ მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია სააგენტოს საქმიანობაზე და სამომავლო გეგმებზე, როგორც ეს 2015-2017 წლებში ხდებოდა. მოვუწოდებთ სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარეს ავთანდილ კასრაძეს (Avtandil Kasradze) მისი თანამშრომლების მსგავსად დააფიქსიროს პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

მრავალ საკითხს შორის რაზეც გვესაჭიროება პასუხი თქვენგან შემდეგი საკითხებიც არის: - რატომ თქვა უარი სააგენტომ მსოფლიო ბანკის და სხვა დონორების დაფინანსებაზე და რატომ გადავიდა სრულად საბიუჯეტო დაფინანსებაზე? ნუთუ საკმარისია ეს თანხები ამ სექტორის განსავითარებლად?

  • რატომ ვერ იმარჯვებდნენ რეალურად ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპები სააგენტოს კონკურსებში მიუხედავად იმისა, რომ მსურველებს შორის ჭარბად იყვნენ ასეთი აპლიკანტები?
  • -რა პროცესებმა შეუშალა ხელი სახელმწიფოს ჩართულობით VC ფონდის დაფუძნების არაერთ მცდელობას Catapult Venture -თან და შემდეგ უკვე 500 Startup -თან - რატომ აღარ აქვთ ქართულ სტარტაპებს European Entrepreneur Network (EEN)-ით სარგებლობის საშუალება? 
  • რა სამუშაო იყო გაწეული სააგენტოს მხრიდან იმისთვის, რომ Horizon Europe-ის (საქართველო წევრია 2016 წლიდან) და სხვა ევროპული საგრანტო თუ კვლევითი შესალებლობებით ესარგებლათ ქართველ სტარტაპებს? 
  • რეგიონებში გახსნილ ტექნოპარკებში რატომ არის აქცენტი ე.წ. ფაბლაბებზე, ხის საჭრელ მოწყობილობებზე და 3D პრინტერებზე და არა ინოვაციის, განათლების და მეცნიერების განვითარებაზე?
  • რა სამუშაო შესრულდა იმისთვის, რომ ამ დასავლური სამეწარმეო კულტურის ჩვენს ქვეყანაში განვითარების და ევროკავშირის მხრიდან არაწევრი საქართველოსთვის მინიჭებული პრივილეგიების შესახებ მიეღოთ ინფორმაცია ახალგაზრდებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე? 
  • რატომ არ განხორციელდა თბილისის ტექნოპარკის პირვანდელი პროექტი, რომელიც ნაცვლად დღეს არსებული მოუვლელი, ცარიელი შენობისა მულტიფუნქციური კომპლექსის აშენებას გულისხმობდა მიმდებარე ტერიტორიაზე
  • რატომ არის სააგენტო თვითიზოლაციაში და არასდროს არ აზიარებს ამ განცხადების წევრ პრგანიზაციებთან ინფორმაციას სამომავლო გეგმებთან ან სტრატეგიასთან დაკავშირებით? ასეთის არსებობის შემთხვევაში რა თქმა უნდა სამწუხაროდ ჩამონათვალი ძალიან ვრცელია…

ამ და სხვა მრავალ პრობლემასთან დაკავშირებით მზად ვართ ვისაუბროთ სააგენტოს თავმჯდომარესთან მისთვის სასურველ ტელეგადაცემაში ან პოდქასთში. ქართველების გამომგონებლური ნიჭი, სწრაფვა სიახლის შექმნისკენ და სამეწარმეო სულისკვეთება არ ჩამოუვარდება არცერთი ევროპულ ქვეყანას - ჩვენი ადგილი მათ გვერდით არის,"-აღნიშნულია საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ  განცხადებაში. 

"2030 წლისთვის ჩვენი სახელმწიფო ნებისმიერ სხვა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის" - ირაკლი კობახიძე

"2030 წლისთვის ჩვენი სახელმწიფო ნებისმიერ სხვა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის" - ირაკლი კობახიძე

გამოგვყევით