logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ილია წულაია: ხშირად გვიწევს უცხოელი კადრების შემოყვანა

დეველოპერული კომპანია „არქის“ დამფუძნებლის განმარტებით, უძრავი ქონების სექტორში მთავარი გამოწვევა კადრების დეფიციტია, რის საპასუხოდაც სექტორს მუშახელის  შემოყვანა საზღვარგარეთიდანაც უწევს.

„ჩვენი მთავარი გამოწვევა არის მუშახელი, ეს არის ძალიან მზარდი, თვითმყოფადი და ძლიერი სექტორი. აქედან გამომდინარე, ითხოვს ძალიან ბევრ პროფესიონალს. თუმცა სამწუხაროდ, მუშახელის როგორც რაოდენობა, ისე ხარისხი ხშირად ვერ მიყვება ტემპებს და ხშირად გვიწევს უცხოელი კადრების შემოყვანა, რომ მოხდეს დაკმაყოფილება მშენებლობის ტემპის და ხარისხის. თუმცა იმდენად იზრდება ხელფასები ამ სექტორში, ვიმედოვნებ ეს პრობლემა მალე აღარ იქნება.

ჩვენ არა ვართ მშენებლები, ჩვენ დეველოპერები ვართ, თუმცა ბაზარზე ძალიან რთულია, ხარისხიანი მშენებლების მოძებნა, რომელიც დროულად და ხარისხიანად დაგისრულებს პროექტს. მეორე გამოწვევაა  სტაბილურობა ქვეყანაში.  როცა გარკვეული არასტაბილური ვითარება გვაქვს, მინიმუმ გადავადება ხდება ამ სექტორში ტრანზაქციების. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ  მომხმარებელთა დიდი ნაწილი ამ არასტაბილურ სიტუაციებს მიეჩვია,“-აღნიშნა ილია წულაიამ.

მისივე ინფორმაციით, შარშან დეკემბერში და შემდეგ უკვე  იანვარში გადახდებს არანაირი პრობლემა არ შექმნია, თუმცა,  დაგეგმილი ტრანზაქციების მხოლოდ 80% გაიყიდა.

„ამასაც არ ველოდით იმ ვითარებაში. ასე რომ, ჩვენთვის ეს იყო სიგნალი რომ მომხმარებელიც მიეჩვია არასტაბილურობას. თუმცა გარკვეულმა  რაოდენობამ გადადო გადაწყვეტილების მიღება და უძრავი ქონება იყიდა არა დეკემბერ-იანვარში არამედ,  მაგალითად მარტში. დღესდღეობით კი, ჩემი კომპანიის მაგალითზე შემიძლია გითხრათ,  რომ ჩვენთან ტრანზაქციების რაოდენობა შარშანდელთან შედარებით 50%-ზე მეტითაა მომატებული, ტენდენცია პოზიტიურია,"-აღნიშნა ილია წულაიამ.

გამოგვყევით