logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"2025 წლის IV კვარტალში განხორციელებული საერთაშორისო ვიზიტებისას გაწეული ხარჯები ₾3 მლრდ-ს გაუტოლდა" - "საქსტატი"

"2025 წლის IV კვარტალში განხორციელებული საერთაშორისო ვიზიტებისას გაწეული ხარჯები ₾3 მლრდ-ს გაუტოლდა" - "საქსტატი"

1769760087

2025 წლის IV კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების
1.7 მილიონი შემოსვლა, რაც 7.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 45.2 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს. 

აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.5 მილიონი შეადგინა, რაც 8.3 პროცენტით მეტია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

2025 წლის IV კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.3 მილიონს მიაღწია, რაც 9.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.2 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 10.5 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის განაწილებას ვიზიტის ტიპის მიხედვით.

საერთაშორისო ვიზიტორების 79.5 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 16.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 4.0 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

2025 წლის IV კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 280.6 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 22.1 პროცენტს შეადგენდა. მეორე ადგილზე იყო თურქეთი 17.1%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 12.7%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (334.0 ათასი), თურქეთისა (285.2 ათასი) და სომხეთის (228.1 ათასი) მოქალაქეების მიერ.

ვიზიტორების უმრავლესობა (46.2 პროცენტი) მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას, ქალების რაოდენობა კი ვიზიტორების მთლიანი რაოდენობის 40.2 პროცენტს შეადგენდა. 2025 წლის IV კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (43.7 პროცენტი) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 866.8 ათასი და 466.9 ათასი ვიზიტი. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს ვიზიტების რაოდენობის პროცენტულ განაწილებას მონახულებული რეგიონების მიხედვით. 

2025 წლის IV კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 4.95 ღამე შეადგინა, რაც 2024 წლის IV კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (5.05 ღამე) 1.9 პროცენტით ნაკლებია. განხორციელებული ვიზიტების 82.1 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

2025 წლის IV კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 3.0 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 1.0 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წლის IV კვარტალთან შედარებით 6.8 პროცენტით შემცირდა და 1 946.7 ლარი შეადგინა.

გამოგვყევით