logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"MICE ტურიზმზე მოთხოვნა კვლავინდებურად მაღალია, მათ შორის ინდური, ჩინური, რუსული და ევროპული ქვეყნებიდან" - Kass Land

MICE ტურიზმზე მოთხოვნა კვლავინდებურად მაღალია, განსაკუთრებით გაზაფხულისა და შემოდგომის სეზონებზე. ინტერესი მრავალფეროვანია და მოიცავს სხვადასხვა სექტორსა და მიმართულებას - ადგილობრივ სამეწარმეო და საფინანსო სფეროებს, საერთაშორისო ბაზრებს, მათ შორის ინდური, ჩინური, რუსული და ევროპული ქვეყნებიდან, - ამის შესახებ წალკაში მდებარე სასტუმრო კომპლექსის Kass Land-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ეთი ბეკურაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, მოთხოვნა ძირითადად ფოკუსირებულია ისეთი ღონისძიებების ორგანიზებაზე, როგორიცაა პროფესიული მასტერკლასები, კონფერენციები, ფორუმები და გუნდური აქტივობები (თიმბილდინგები).

"დღეს Kass Land წარმოადგენს მრავალფუნქციურ და უნიკალურ სივრცეს, რომელიც სერვისების მრავალფეროვნებით პასუხობს სხვადასხვა სეგმენტის მოთხოვნებს - ოჯახებისთვის, აქტიური დასვენების მოყვარულებისთვის, ტურისტებისთვისა თუ ბიზნესსტუმრებისთვის.  გაიხსნა ატრაქციონების პარკი ყველაზე გრძელი კარტინგის ტრასით, რაც ჩვენი ობიექტის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად იქცა. შესაბამისად, განსხვავებული და მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა ზრდის ინტერესს და მოთხოვნას, რაც თავისთავად აისახება დატვირთულობაზე", - აცხადებს ეთი ბეკურაშვილი.

საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის თქმით, 2025 წელი Kass Land-ისთვის მნიშვნელოვანი განვითარებისა და ზრდის წელი იყო. მანვე აღნიშან, რომ ვიზიტორთა რაოდენობა გახსნის დღიდან საგრძნობლად გაიზარდა, რაც ადასტურებს პროექტის მზარდ პოპულარობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

ცნობისთვის, წალკის მუნიციპალიტეტში სოფელ დაშბაშში, დაცულ ტერიტორიაზე KASS LAND-ი ისრაელური კომპანია Kass Group-ის ინვესტიციით 2022 წლის ივნისში გაიხსნა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 120 მლნ ლარია.

გამოგვყევით