2026 წლის მსოფლიოს ყველაზე ტრენდული ტურისტული მიმართულებების სია ცნობილია. ტოპ ათეული tripadvisor-მა გამოაქვეყნა.
რეიტინგში პირველ ადგილზე მადეირა - პორტუგალია მოხვდა, რომელიც თავისი ველური ბუნებით, სანაპიროებით, მთიანი ლაშქრობის მარშრუტებით და სტაბილური ამინდით გამოირჩევა.

მეორე ადგილზე საქართველოს დედაქალაქი, თბილისი მოხვდა. tripadvisor-ის შეფასებით, 2026 წელი შეიძლება იყოს ეტაპი, როდესაც თბილისი საბოლოოდ დაიმკვიდრებს თავს გლობალურ ტურისტულ რუკაზე. ხაზი გასმულია დედაქალაქში არსებული ისტორიული არქიტექტურისა და თანამედროვე კულტურული სივრცეების, თეატრებისა და მუზეუმების ერთიანობაზე.

ტოპ სამეულს კი ასრულებს ჩიკაგო, სადაც წელს გაიხსნება ბარაკ ობამას საპრეზიდენტო ცენტრი და აღინიშნება Route 66-ის 100 წლის იუბილე.

დანარჩენ შვიდ პოზიციას ვიეტნამის ქუი ნიონი, მექსიკის პუერტო ესკონდიდო, მილანი, შოტლანდიის გლაზგო, აბუ-დაბი, ბრაზილიის რეციფე და არგენტინის სან-კარლოს-დე-ბარილოჩე ინაწილებენ.