logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

Mercedes-Benz-ი უნგრეთში ელექტრული ჯიპების წარმოებას იწყებს

Mercedes-Benz-ი უნგრეთში ელექტრული ჯიპების წარმოებას იწყებს

1768982274

Mercedes-Benz Group AG უნგრეთში სრულად ელექტრული, კომპაქტური ჯიპის, GLB-ის, წარმოებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. 

გადაწყვეტილება დამატებითი სავაჭრო ტარიფების შესაძლო დაწესებისა და ჩინეთთან მზარდი კონკურენციის ფონზეა მიღებული, რაც ავტომწარმოებლებს ხარჯების შემცირებისკენ უბიძგებს.

ელექტრული ჯიპის შეკვეთა დაახლოებით 59,000 ევროდ (68,570 დოლარი) არის შესაძლებელი. ავტომობილი  Mercedes-Benz-ის ქარხანაში,ქალაქ კეჩკემეტში აიწყობა. Mercedes-ი  GLB-ის წარმოების მექსიკიდან უნგრეთში გადატანაზე კონცენტრირებს.

ცნობისთვის, გასული წლის ბოლოს Mercedes-Benz-მა გერმანიაში, რაშტატის ქარხანაში, B-Class Tourer-ის წარმოება შეწყვიტა.

ანი ჯალაღონია 

გამოგვყევით