LVMH-ის აქციები 7%-ით დაეცა - მსოფლიოში უდიდესი ფუფუნების კონგლომერატი ფინანსური შედეგებით უკმაყოფილოა. ინვესტორები ამ ფაქტს მოგების დაბალ მარჟას უკავშირებენ.- ამის შესახებ Reuters-ი წერს.
LVMH, რომლის პორტფელში ისეთი ბრენდები ერთიანდებიან როგორებიცაა: Louis Vuitton, Tiffany და Moet & Chandon champagne, ფუფუნების ინდუსტრიის ერთ-ერთ მთავარ ბარომეტრად მიიჩნევა. კომპანიის აქციების ვარდნამ გავლენა მოახდინა კონკურენტებზეც, Gucci-ს მფლობელი Kering-ის, Moncler-სა და Hermes-ის, ასევე მონკლერისა და ერმესის აქციები 2%-დან 5%-მდე დაეცა.
კომპანიამ აღნიშნა, რომ ჩინეთში გაყიდვები გაიზარდა, თუმცა მოლოდინებზე სუსტი ტემპით. ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ ღვინისა და სპირტიანი სასმელების სეგმენტში შემოსავლების კლებაზეც. LVMH აცხადებს, რომ გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გაურკვევლობის მიუხედავად ხარჯების კონტროლს გააგრძელებს.