logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

H&M-ის მოგებამ, მხოლოდ IV კვარტალში, $724 მილიონი შეადგინა - Reuters

Reuters-ის ინფორმაციით, შვედური ტანსაცმლის საცალო მოვაჭრე H&M-ის მოგება მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ანალიტიკოსების შეფასებით, მეოთხე კვარტალში მიღებულმა მოგებამ პროგნოზებს გადააჭარბა და დაახლოებით 724 მილიონი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 525 მილიონი დოლარი იყო.

ამასთან, კომპანიის საოპერაციო მარჟა 1 წლის მანძილზე, 7.4% პროცენტიდან 11%-მდეგაიზარდა.ანალიტიკოსების პროგნოზით კომპანიის მოგება 630 მილიონ დოლარამდე უნდა ყოფილიყო, თუმცა მოლოდინებს თითქმის 100 მილიონით ასცდნენ. შემოსავლის ასეთ ზრდას ისინი ხარჯების შემცირებას და “ბლექ ფრაიდეის” უკავშირებენ.

შეგახსენებთ, H&M საქართველოში პირველად 2017 წელს შემოვიდა და დღეს სამი მაღაზიით არის წარმოდგენილი.

გამოგვყევით