logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კერძო სექტორთან ერთად განვაგრძოთ მსჯელობა საწვავზე ფასების შემცირების შესაძლებლობისთვის"

"სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კერძო სექტორთან ერთად განვაგრძოთ მსჯელობა საწვავზე ფასების შემცირების შესაძლებლობისთვის"

1769774964

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სამთავრობო კომისიის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა შედგა საწვავის სექტორში ოპერირებად მსხვილ კომპანიებთან, სადაც დეტალურად იმსჯელეს როგორც საქართველოში, ისე გლობალურად არსებულ მდგომარეობაზე საწვავის ფასებთან მიმართებაში.

„ერთი მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ  საწვავის ფასები საქართველოში საგრძნობლად ნაკლებია  ევროპის ქვეყნებში არსებულ ფასებთან შედარებით, რაც, რა თქმა უნდა, განპირობებულია საქართველოს მთავრობის სწორი პოლიტიკით უშუალოდ აქციზის საფასურთან მიმართებაში, რომელიც, საშუალოდ,  სამჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის განცხადებით,  აქციზის საფასურია მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი, თუ რატომ არის საქართველოში საწვავი უფრო იაფი, ვიდრე ევროპაში.

„ამ ფაქტის მიუხედავად,  სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კერძო სექტორთან ერთად განვაგრძოთ მუშაობა და მსჯელობა, თუ ერთიანი ძალისხმევით რა რესურსი შეიძლება მოიძებნოს საწვავზე ფასების შემცირებისთვის“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 საწვავის მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმა 2025 წლის ბოლოს განაცხადა, რომ სასურსათო პროდუქტებზე ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც დიდია.

მთავრობის მეთაურის თქმით, ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. პრემიერმა აღნიშნა, რომ მოგების მაღალი მარჟის პირობებში, კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ.

მისივე თქმით, წინასწარი ანალიზის საფუძველზე, შეიძლება გამოიკვეთოს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელიც მაღალ ფასნამატს და შესაბამისად, მაღალ ფასებს განაპირობებს. მათ შორის, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ.

ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით  შექმნილია სამთავრობო საკოორდინაციო კომისია,  რომელსაც  პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.  პირველი სხდომა 20 იანვარს გამართა. 21 იანვარს კი,  კომისიის წარმომადგენლები პროდუქტის მაღალ ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 22 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე ათეულ სადისტრიბუციო და სასურსათო პროდუქტის რეალიზაციის ქსელში შევიდნენ და დოკუმენტაცია მოითხოვეს. 23 იანვარს "ფასების სამთავრობო კომისიამ"  შეხვედრა დისტრიბუტორებთან გამართა.

26 იანვარს მარკეტების და დისტრიბუციის შემდეგ "ფასების სამთავრობო კომისია" მწარმოებლებს შეხვდა. 28 იანვარს კომისია ფარმაცევტებს შეხვდა. 

გამოგვყევით