logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

lelogen-ი რაგბის მატჩების ტრანსლაციას და მოთამაშეების ანალიტიკას იწყებს - გუნდებთან მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს

სტარტაპი lelogen-ი რაგბის მატჩების ტრანსლაციასა და მოთამაშეების სტატისტიკის დაგენერირებას რამდენიმე თვეში დაიწყებს.

როგორც lelogen-ის თანადამფუძნებელმა ნიკოლოზ ჟორჟოლიანმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, გუნდებთან მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს. 

მისივე ინფორმაციით, lelogen-ი დაინტერესებული პირებისთვის ინფორმაციის მოძიების დროს შეამცირებს. ამასთან, სტარტაპი თავად მოთამაშეებს ინდივიდუალურ განვითარებაში დაეხმარება, ხოლო მწვრთნელებს სელექციას გაუმარტივებს. 

"მოლაპარაკებები გვაქვს როგორც ქვედა ლიგის, ისე უმაღლესი ლიგის გუნდებთან და ჩვენი საბოლოო მიზანი ყველა ლიგის სრულად მოცვაა. გუნდების მხრიდან დაინტერესება გამოიხატა და ჩანიშნული გვაქვს შეხვედრები, რათა ჩვენი პროდუქტის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მივაწოდოთ. მოგეხსენებათ, რომ მომხმარებლებსა და გუნდებს პირველ რიგში ვთავაზობთ ყველა ლიგის მატჩის გაშუქებას, ანალიტიკას და განსაკუთრებით დიდი სურვილი გვაქვს, რომ ბავშვთა რაგბის განვითარებას შევუწყოთ ხელი", - აცხადებს ნიკოლოზ ჟორჟოლიანი.

მანვე აღნიშნა, რომ სტარტაპის სამომავლო გეგმები კავკასიის რეგიონისა და ევროპის ქვეყნების მოცვას გულისხმობს. 

ცნობისთვის, სტარტაპი GITA-ს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულია. 

გამოგვყევით