უახლოეს პერიოდში, Meta Instagram-ზე, Facebook-სა და WhatsApp-ზე ფასიანი გამოწერების ტესტირებას დაიწყებს, რაც მომხმარებლებს დამატებით ფუნქციებზე, მატ შორის გაფართოებულ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებზე წვდომას მისცემს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
კომპანიის განცხადებით, პლატფორმების ძირითადი ფუნქციები უფასოდ დარჩება, ხოლო ფასიანი გამოწერა დამატებით სერვისებსა და ფუნქციონალს მოიცავს.
Meta გეგმავს, რომ ფასიანი გამოწერის ფარგლებში მომხმარებლებს შესთავაზოს ხელოვნური ინტელექტის ახალი ფუნქციები, მათ შორის Vibes — ვიდეოგენერაციის აპი, რომელიც ვიზუალური კონტენტის შექმნას გაამარტივებს.
ასევე იგეგმება Manus-ის ინტეგრაცია — ჩინური წარმოშობის ხელოვნური ინტელექტის კომპანიის ტექნოლოგიის, რომლის შეძენაზეც Meta დეკემბერში შეთანხმდა. Manus-ის სისტემა მიმართულია რთული დავალებების მინიმალური ადამიანის ჩართულობით შესრულებაზე.
Meta-ს განცხადებით, ბიზნეს მომხმარებლებისთვის Manus-ის ცალკეული ფასიანი გამოწერები კვლავ ხელმისაწვდომი დარჩება.
ფასიანი სერვისების ტესტირება Meta-ს გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია. კომპანიამ უკვე დაიწყო ფასიანი ვერიფიკაციის სერვისის შეთავაზება Facebook-სა და Instagram-ზე და ასევე გამოსცადა გარკვეული ფუნქციების შეზღუდვა იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც გამოწერა არ აქვთ.
ანი ჯალაღონია