logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

GITA-მ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე, GITEX Global 2025-ზე ქართული ინოვაციების ეკოსისტემა წარადგინა

GITA-მ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე, GITEX Global 2025-ზე ქართული ინოვაციების ეკოსისტემა წარადგინა

1760700290

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მონაწილეობა მიიღო დუბაიში GITEX  Global 2025 - ში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიებაა მსოფლიოში და ყოველწლიურად  200 000-მდე დამსწრეს, 6500 კომპანიასა და 180-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს. ღონისძიებაზე საქართველო “StartUP in Georgia”- ს ინიციატივით იყო წარმოდგენილი, რომელიც მოიცავს ქვეყნის პოზიციონირებას საერთაშორისო ბაზარზე, როგორც სტარტაპების განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს მქონე ადგილი.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ ღონისძიების მთავარ სცენაზე ინტერვიუს ფორმატში ისაუბრა საქართველოს ინოვაციების ეკოსისტემის მიღწევებზე, სამომავლო გეგმებსა და მიმდინარე პროგრამების შესახებ.

GITA- ს თავმჯდომარეს უმასპინძლა აბუ დაბის სამთავრობო ციფრული პლატფორმის Abu Dhabi TAMM - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰამად ალ ჰამადმა, რომელმაც ქართულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია ემირატების სახელმწიფო სერვისების ინოვაციების შესახებ, მხარეებმა ასევე განიხილეს ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც ამ მიმართულებით თანამშრომლობასა და პარტნიორობას მოიაზრებს. Abu Dhabi TAMM - ის პლატფორმა უზრუნველყოფს საჯარო სერვისებს ერთიან სივრცეში და ეხმარება მოქალაქეებს, ვიზიტორებსა და ბიზნესებს, მარტივად და სწრაფად მიიღონ სხვადასხვა ტიპის მომსახურებები.

ავთანდილ კასრაძე ასევე შეხვდა Dubai World Trade Center-ის ვიცე პრეზიდენტს კომერციული მიმართულებით აიმან ჰასანს. საუბარი შეეხო საქართველოსა და GITEX-ის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებასა და პარტნიორობის განხილვას.

აღსანიშნავია ისიც, რომ GITEX  Global 2025- ის პარალელურ ღონისძიებაზე Expand North Star - ზე წარმოდგენილი იყო ორი ქართული სტარტაპი:

  • Quissly – ჩატზე დაფუძნებული პროდუქტების საძიებო სისტემა, რომელიც ეხმარება ონლაინ მოვაჭრეებს, შექმნან მომხმარებელზე მორგებული გამოცდილება და ხელი შეუწყონ გაყიდვების ზრდას.
  • Forma Technologies – სტარტაპი, რომელიც ერთიანებს მობილურ აპლიკაციასთან სინქრონიზებულ უხმო walking pad-ს და ოფისში სიარულს გუნდურ თამაშად გარდაქმნის, რაც ზრდის თანამშრომელთა ჩართულობას და პროდუქტიულობას.

GITEX Global 2025 უნიკალური შესაძლებლობაა საქართველოსთვის, წარადგინოს საკუთარი სტარტაპ ეკოსისტემა, მოიზიდოს ინვესტიციები და დაამყაროს ახალი პარტნიორული ურთიერთობები საერთაშორისო მასშტაბით. ამასთან, ღონისძიება წარმოაჩენს უახლეს გლობალურ ტექნოლოგიურ ტენდენციებს, სტარტაპებს, ინვესტორებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს, რაც მას უნიკალურ პლატფორმად აქცევს ინოვაციებისა და პარტნიორული ურთიერთობების დამყარებისთვის.

გამოგვყევით