logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ნათია თურნავა ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში ინდოეთის სარეზერვო ბანკის პრეზიდენტს სანჯაი მალჰოტრას შეხვდა

ნათია თურნავა ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში ინდოეთის სარეზერვო ბანკის პრეზიდენტს სანჯაი მალჰოტრას შეხვდა

1760780475

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში ინდოეთის სარეზერვო ბანკის პრეზიდენტს სანჯაი მალჰოტრას შეხვდნენ.

საუბარი შეეხო საქართველო-ინდოეთის ეკონომიკური თანამშრომლობას. ნათია თურნავამ ინდოეთის სარეზერვო ბანკის პრეზიდენტს საქართველოს მაკროეკონომიკურ ტენდენციებსა და ფინანსური სტაბილურობის საკითხების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. გააცნო ეროვნული ბანკის მონეტარული და საზედამხედველო პოლიტიკის არსებული პრაქტიკა.

ორი ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრისას გადაწყდა, რომ საქართველოსა და ინდოეთის ცენტრალურ ბანკებს შორის გაფორმდეს ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც მოიცავს ცენტრალური ბანკის საქმიანობის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას, მათ შორის, მონეტარული პოლიტიკის, საგადახდო სისტემების, ფინანსური სექტორის ზედამხედველობისა და მარეგულირებელი ჩარჩოს მიმართულებით.

ინდოეთის სარეზერვო ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრამდე სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ მონაწილეობა მიიღეს ინდოეთის სარეზერვო ბანკის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის დიალოგში, რომელიც ციფრული საჯარო პლათფორმების მეშვეობით ეკონომიკური მდგრადობის განმტკიცების საკითხებს შეეხებოდა.

გამოგვყევით