logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"2025 წელს სექტორი სტაბილურია, წინა წელი უფრო ტურბულენტური იყო" - უძრავი ქონების ბაზრის კონსულტანტი

უძრავი ქონების ბაზრის კონსულტანტის, ქეთი ადეიშვილის ინფორმაციით, 2025 წელს სექტორი უფრო სტაბილურია, წინა წელი კი უფრო ტურბულენტური იყო. 

როგორც გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" ქეთი ადეიშვილი აღნიშნავს, უძრავი ქონების სფეროში მოთხოვნისა და მიწოდების ტენდენცია შედარებით კლებადი გახდა.

"საქართველოში უძრავი ქონების ბაზარი საკმაოდ დინამიკური სფეროა. გამომდინარე იქიდან, რომ აღმავლობას, ვარდნას მუდმივად განიცდის. მწვავე კონკურენცია გვაქვს, ძალიან ბევრი აქტიური მოთამაშეა (დეველოპერი) ბაზარზე, ჩვენი სექტორი უცებ განვითარდა. მუდმივად ცვალებად გარემოში ის ბიზნესი იგებს, რომელსაც დროული საპასუხო რეაქცია აქვს. ამ ყველაფრის გათვალისწინება ძალიან რთულია, თუ სიტუაციურ ანალიზს ნაკლებ ყურადღებას აქცევ. მაგალითად, კომპანიები, რომლებიც აქტიურად უყურებენ რა ხდება ბაზარზე, მიმდინარე ცვლილებებზე რეაგირებას უფო მარტივად ახდენენ. 2023 წელს მიგრაციის ეფექტის გამო, უცებ გარკვეული სახის "ბუსტი" მივიღეთ, დღეს აღნიშნული ტენდენცია შედარებით კლებულობს", - აცხადებს უძრავი ქონების ბაზრის კონსულტანტი.

ამასთან, ქეთი ადეიშვილი კვალიფიკაციური კადრების საკითხსაც მიმოიხილავს და ხაზს უსვამს, რომ ამჟამად, ბაზარზე დეფიციტური სიტუაციაა.

"კვალიფიკაციური კადრების რეალური დეფიციტი გვაქვს. ჩვენ შიდა კორპორაციულ ტრენინგებს ვატარებთ, რადგან კვალიფიკაციის დონე არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რასაც კომპანია ისახავს. კომპანიას, როდესაც ჰქონია, ბაზრის პულსზე ხელი უჭირავს, შედეგები სხვა რამეზე მეტყველებს - არასტაბილური გაყიდვები, შეუსრულებელი გეგმა და ა.შ. ამ სიტუაციაში ჩვენი სერვისების მწვავე საჭიროება დგება. მთავარია შექმნა პროდუქტი, რომელიც საჭიროებებს თავად უპასუხებს", - აღნიშნავს უძრავი ქონების ბაზრის კონსულტანტი.

გამოგვყევით