logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე 1.1%-ით შემცირდა - "საქსტატი"

მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე 1.1%-ით შემცირდა - "საქსტატი"

1760958943

"საქსტატის" მონაცემების თანახმად, მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.7 პროცენტით. აღნიშნულ პერიოდში ფასების 4.6 პროცენტით კლება დაფიქსირდა საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებაზე, ხოლო წყლის ტრანსპორტის მომსახურებაზე ფასები გაიზარდა 0.7 პროცენტით.

ამასთან, დასაწყობებასა და დამხმარე სატრანსპორტო მომსახურებაზე ფასები გაიზარდა 0.2 პროცენტით, ხოლო სახმელეთო ტრანსპორტის მომსახურებისა და მილსადენებით ტრანსპორტირების მომსახურების ჯგუფზე 0.02 პროცენტით.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი შემცირდა 1.1 პროცენტით.  აღნიშნულ პერიოდში ფასების კლება დაფიქსირდა საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებაზე 7.3 პროცენტით, ხოლო წყლის ტრანსპორტის მომსახურებაზე 5.1 პროცენტით. ამასთან, დასაწყობებასა და დამხმარე სატრანსპორტო მომსახურებაზე ფასები შემცირდა 5.2 პროცენტით, ხოლო სახმელეთო ტრანსპორტის მომსახურებისა და მილსადენებით ტრანსპორტირების მომსახურების ჯგუფზე ფასები გაიზარდა 0.8 პროცენტით.

სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ჯამური ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.2 პროცენტით. აღნიშნულ პერიოდში სხვა სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე ფასები შემცირდა 2.2 პროცენტით, ხოლო უსადენო სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე ფასები გაიზარდა 0.2 პროცენტით. ამასთან, სადენიან სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე ფასები უცვლელია.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ჯამური ინდექსი გაიზარდა 0.2 პროცენტით. აღნიშნულ პერიოდში სადენიან სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე ფასები გაიზარდა 2.2 პროცენტით. ამასთან, უსადენო სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე ფასები გაიზარდა 0.2 პროცენტით, ხოლო სხვა სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე ფასები შემცირდა 6.7 პროცენტით.

მწარმოებელთა ფასების ინდექსი დროებითი განთავსების საშუალებებით და საკვების უზრუნველყოფით მომსახურებაზე წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.1 პროცენტით. ფასების ზრდა დაფიქსირდა საკვების და სასმელების მიწოდებით მომსახურებაზე 0.4 პროცენტით, ხოლო დროებითი განთავსების საშუალებებით მომსახურებაზე ფასები შემცირდა 0.3 პროცენტით.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ჯამური ინდექსი გაზრდილია 6.4 პროცენტით. აღნიშნულ პერიოდში დროებითი განთავსების საშუალებებით მომსახურების ფასები გაიზარდა 6.4 პროცენტით, ხოლო საკვების და სასმელების მიწოდებით მომსახურების ფასები 7.1 პროცენტით.

გამოგვყევით