კომპანია Schuchmann Wines Georgia-ს გენერალური დირექტორის, ნუცა აბრამიშვილის ინფორმაციით, ტურისტულ ობიექტს მომავალ წელს ხარისხობრივად მაღალი დონის ღვინო ექნება.
როგორც ნუცა აბრამიშვილმა გადაცემა "დილის ბიზნესპარტნიორში" განაცხადა, Schuchmann Wines-ი წელიწადში 1 მლნ ბოთლ ღვინოს აწარმოებს.
"წელს საკმაოდ აქტიურად პერიოდი გვქონდა, მიმდინარეობს რთველი და დასასრულს უახლოვდება. გამოწვევები ამინდმა შეგვიქმნა და კახეთში შედარებით გვიანი რთველის დასრულება გვიწევს. ამ ყველაფრის მიუხედავად, ხარისხობრივად კარგი მაჩვენებლები გვაქვს, როგორც შაქრიანობის, ასევე სხვადასხვა მოცულობის მიმართულებით. აქედან გამომდინარე ვიმედოვნებთ, მომავალ წელს ხარისხობრივად მაღალი დონის ღვინო გვექნება და წარვადგენთ, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
რაც შეეხება წარმადობას, Schuchmann Wines GEORGIA ბაზარზე ერთი და იმავე რაოდენობის მოცულობას წარადგენს ხოლმე, წარმოება დამოკიდებულია უშუალოდ ჩვენს ვენახებზე. აქედან გამომდინარე ჩვენთვის ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია.
ექსპორტზე არა ერთ ქვეყანაში გავდივართ, დივერსიფიცირება - ჩვენი სექტორის დიდი პრიორიტეტია. ქართულმა ღვინომ მსოფლიო ღვინის ინდუსტრიაში ფეხი მოიკიდა. სხვადასხვა, კონტინენტზე ჩვენი მარკეტინგული აქტივობა მუდმივად მიმდინარეობს", - აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორი.
ცნობისთვის, კომპანია Schuchmann Wines Georgia კახეთში, თელავში მდებარეობს და ადგილობრივ ბაზარზე 10 წელია ოპერირებს.