logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 24%-ით მოიმატა და 7.4 მლნ მგზავრს გადააჭარბა

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 24%-ით მოიმატა და 7.4 მლნ მგზავრს გადააჭარბა

1736842800

„2024 წელი საქართველოს ავიაციისა და ტურიზმის ინდუსტრიებისთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო. ქვეყნის აეროპორტებში მგზავრთნაკადმა მოიმატა და - 7,4 მლნ მგზავრს გადააჭარბა, რაც 24 პროცენტიანი ზრდაა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 25 პროცენტით მოიმატა რეისების რაოდენობამ,“ - ამის შესახებ  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 2024 წელს წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები 10 ავიაკომპანიასთან 13 პირდაპირი მიმართულების თაობაზე. შედეგად, შარშან საქართველოს ავიაბაზარზე შემოვიდნენ „ავსტრიის ავიახაზები“, „ტრანსავია“, „ეარ ჩაინა“ და სხვ.

„2025 წელს ვიწყებთ მნიშვნელოვანი სიახლეებით - „ბრიტიშ ეარვესი“, “იზიჯეტი“, „ედელვაისი“ დაიწყებენ პირდაპირ ფრენებს ლონდონიდან, მილანიდან, ჟენევიდან და ციურიხიდან. აღნიშნული გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ მიმდინარე წელი იქნება განსაკუთრებით წარმატებული ავიაციისა და ტურიზმის სექტორებისთვის,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, მთავრობა აგრძელებს საქართველოს პოპულარიზების თანმიმდევრულ პოლიტიკას, რათა მეტი პირდაპირი ფრენის მეშვეობით,  საქართველოში კიდევ უფრო მეტი მსყიდველუნარიანი ტურისტის ჩამოსვლა იყოს უზრუნველყოფილი.

თბილისის საერთაშორისო  აეროპორტი დაახლოებით 4,8 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წელთან შედარებით 29 პროცენტიანი მატებაა. ასევე 30 პროცენტით გაიზარდა თბილისიდან შესრულებული რეისების რაოდენობა. მგზართნაკადისა და რეისების ზრდადი დინამიკა დაფიქსირდა ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებშიც. ქუთაისში 1,7 მლნ მგზავრზე მეტს, ბათუმში კი 951 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ. ორივე აეროპორტში რეისების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. 

გამოგვყევით