საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2025 წლის 6 იანვარს 3.0-წლიანი 40 მლნ ლარის (14.2 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის ბენჩმარკ ობლიგაციები გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაცია Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვაშია აღნიშნული.
ამასთან, მოთხოვნა 1.6-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.190პპ-ით გაიზარდა და 8.555% შეადგინა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2025 წლის 6 იანვარს 6-თვიანი 50 მლნ ლარის (17.8 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის სახაზინო ვალდებულებები გაყიდა. ამასთან, მოთხოვნა 2.2- ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.023პპ-ით გაიზარდა და 7.583% შეადგინა.
საინვესტიციო ბანკის ცნობით, უახლესი აუქციონი დაგეგმილია 2025 წლის 14 იანვარს, სადაც 1-წლიანი 20 მლნ ლარის ღირებულების სახაზინო ვალდებულებები და 11.7-წლიანი 30 მლნ ლარის ნომინალური
ღირებულების ბენჩმარკ ობლიგაციები გაიყიდება