"გასტრონომ ჯგუფი" განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც გამაფრთხილებელ/საყოველთაო გაფიცვას უერთდება, რომელიც 15 იანვარს არის დაგეგმილი.
"15 იანვარს გასტრონომ ჯგუფის ყველა საცალო ობიექტი დაიკეტება 15:00 საათიდან 18:00 საათის ჩათვლით. ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვას სამართლიანობისთვის! "გასტრონომ ჯგუფი" დაარსების დღიდან დგას ევროპულ ღირებულებებზე. ჩვენი გუნდის თითოეული წევრის სახელით ვაცხადებთ, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს ალტერნატივა არ აქვს,"-აღნიშნულია "გასტრონომ ჯგუფის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, 15 იანვარს 15:00 საათზე საყოველთაო გაფიცვა დაანონსდა. როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ღონისძიების აღწერიდან ჩანს, გაფიცვა სამი საათის განმავლობაში გაგრძელდება.