სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, მიმდინარე წელს კომისია ძალიან აქტიურად მუშაობდა როგორც ევროპასთან ენერგეტიკული ჰარმონიზაციის, ისე მომხმარებელთა უფლებების დაცვის ნაწილში. მისივე თქმით, კომისია ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება ენერგეტიკის მარეგულირებელი ჩარჩოს ევროპულ სტანდარტებს.
„2024 წელი ძალიან აქტიური იყო როგორც მომხმარებლების უფლებების დაცვის, ისე ევროპასთან ინტეგრაციის ნაწილში, რეფორმების გატარების კუთხით. ჩვენ, პრაქტიკულად, დავასრულეთ ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში იმ ახალი მარეგულირებელი ნორმების შემუშავება, რომელიც სწორედ ევროპასთან ენერგეტიკული ჰარმონიზაციიდან გამომდინარეობს.
ამასთან, დავიწყეთ იმპლემეტაცია მეოთხე ენერგეტიკული პაკეტის მოთხოვნებისა. ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ სწორედ იმ დღის წესრიგისკენ, რასაც ევროპასთან ენერგეტიკული ინტეგრაცია ჰქვია.
რაც შეეხება მომხმარებლების ნაწილს. მხოლოდ მიმდინარე წელს ზედმეტად ან არასწორად დარიცხული გადასახადების სახით მილიონ ლარზე მეტი ჩამოვაწერეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან, წელს 50-ზე მეტი საჯარო სხდომა გაიმართა კომისიის მხრიდან, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ. შესაბამისად, წელს კომისია როგორც მომხმარებელთა დაცვის თვალსაზრისით, ისე რეფორმების თვალსაზრისით საკმაოდ აქტიურად მუშაობდა“. - აღნიშნა დავით ნარმანიამ.