logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

თიბისი კაპიტალი: ნოემბერში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა, გამომუშავება კი შემცირდა

თიბისი კაპიტალი: ნოემბერში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა, გამომუშავება კი შემცირდა

1735043100

თიბისი კაპიტალის მონაცემებით, 2024 წლის ნოემბერში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 6.8%-ით შემცირდა და 936 გვტ.საათი შეადგინა. 

„თიბისი კაპიტალის“ მონაცემებით,  წლიურად თბოგენერაცია შემცირდა 13%-ით, ხოლო ჰიდროსადგურების და ქარის სადგურის გამომუშავება, შემცირებულია 3.2% და 6.2%-ით.

2024 წლის პირველ 11 თვეში ელექტროენერგიის გამომუშავებამ 13,251 გვტ. სთ-ს მიაღწია, რაც წლიურად 0.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ნოემბერში მოხმარება წლიურად 12%-ით გაიზარდა და 1.157 გვტ. საათს მიაღწია. საცალო სექტორის მოხმარება წლიურად გაზრდილია 15.5%-ით, პირდაპირი მოხმარება 8.4%-ით, ხოლო აფხაზეთის მოხმარება 5.8%-ით გაიზარდა.

მიმდინარე წლის 11 თვეში ელექტროენერგიის ჯამური მოხმარება წლიურად 6.5%-ითაა გაზრდილი და 12.620 გვტ. საათს შეადგენს. 2024 წლის ნოემბერში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა 5.58 ცენტი შეადგინა ერთ კილოვატსაათზე, რაც წლიურად 1.1%-იანი ზრდაა.

რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველ 11 თვეს, ამ პერიოდში საბალანსო ელექტროენერგიაზე ფასები ერთ კილოვატსაათზე წლიურად 5.3%-ით, 5.55 ცენტამდეა გაზრდილი.

“საქართველო განაგრძობს ელექტროენერგიის იმპორტს შიდა დეფიტის დასაფარად. მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველოში იმპორტირებულია 262 გვტ.საათი ელექტროენერგია. მთავარ საიმპორტო ბაზრებს რუსეთი და სომხეთი წარმოადგენენ”, - ნათქვამია თიბისი კაპიტალის ანგარიშში.

გამოგვყევით